ჩატი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩათი)

ჩატი (ინგლ. - „chatter“ — ჭორაობა) — რეალურ დროში კომპიუტერულ ქსელში შეტყობინებების გაცვლის საშუალება. აგრეთვე, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ასეთი ურთიერთობების ორგანიზების საშუალებას იძლევა.

მისთვის დამახასიათებელი ნიშანია რეალურ დროში ან მის ახლოს არსებული კომუნიკაცია. ეს გამოარჩევს ჩატს ფორუმებისა და სხვა შენელებული საშუალებებისაგან. თუ ფორუმში შესაძლებელია დაიწეროს კითხვა და დაელოდო პასუხს (იმავე დროს, შესაძლებელია რამდენიმე სხვა მომხმარებლისაგან მივიღოთ პასუხი), ჩატში ხდება ურთიერთობა მხოლოდ მათთან, ვინც მოცემულ მომენტში იმყოფება ადგილზე და ურთიერთობის შედეგები, შესაძლოა, არც კი იქნას შენახული.

სიტყვა „ჩატში“ ჩვეულებრივ იგულისხმება ჯგუფური ურთიერთობა, თუმცა, შესაძლოა, ურთიერთობა მიმდინარეობდეს ერთი ერთზეც.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა მეტი გლობალური კომუნიკაციის საშუალება.

ჩატების ისტორიული, „კომპიუტერამდელი“ წინაპარი უდავოდ იყო ტელეფონი. არც ფოსტა, არც ტელეგრაფი არ იძლეოდა რეალურ დროში ურთიერთობის საშუალებას. ამავე დროს, ის არ იყო ხელმისაწვდომი ოჯახურ პირობებში. ტელეფონის გამოგონებამ და გავრცელებამ ურთიერთობების შესაძლებლობებსა და საშუალებებში პლანეტაზე გამოიწვია ნამდვილი რევოლუცია. დედამიწის მეორე მხარეს ადამიანთან საუბრის შესაძლებლობა აღმოჩნდა ნამდვილი სასწაული.

XX ს.ს. მეორე ნახევარში დაიწყო კომპიუტერების სწრაფი განვითარება. ამავე დროს, 60-ანი წლებისათვის ჯერ კიდევ არ არსებობდა ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერები. ინტერნეტის წინაპარი ქსელი იყო „არფანეტი“ („ARPANET“), რომელიც 1969 წლისათვის მოითვლიდა მხოლოდ ოთხ ერთმანეთთან დაკავშირებულ სამეცნიერო კომპიუტერს. ცოტა მოგვიანებით, 1971 წელს მოფიქრებულ იქნა ელექტრონული ფოსტა, რომელიც თავისი მოხერხებულობის წყალობით გახდა არაჩვეულებრივად პოპულარული. თანდათანობით გაჩნდა მომსახურების ახალი სახეები. მაგალითად,

  • საფოსტო გზავნილების სია
  • სიახლეთა ჯგუფები
  • განცხადებების დაფა და სხვ.

თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი იყო „არფანეტი“ იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინა სხვა ტექნიკურ სტანდარტებზე აწყობილ ქსელებზე. ეს აძნელებდა ინფორმაციის გავრცელებას. 1983 წელს ტერმინი „არფანეტი“ შეიცვალა ტერმინით „ინტერნეტი“.

მიუხედავად იდეის სიმარტივისა ტექსტური გაცვლის როგრამები არ შექმნილა ინტერნეტის შექმნისთანავე. თანამედროვე ჩატის მსგავსი მომსახურება გაჩნდა 1988 წლისათვის, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული თავისი უბრალოებისა და მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის. ჩატი აქტიურად გამოიყენებოდა ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების დროს, როგორიცაა,

  • ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ 1991 წელს. ამ დროს შეტყობინებები მთელი მსოფლიოდან რეალურ დროში მომენტალურად გროვდებოდა ერთ ადგილას.
  • „მოსკოვის პუტჩი“ 1991 წლის აგვისტოში, როდესაც მომხმარებლები მომენტალურად ატყობინებდნენ მსოფლიოს მოსკოვის ქუჩებში მიმდინარე ამბებს.

ჩატის სახეები

რედაქტირება

არსებობს რამდენიმე სახის პროგრამული განხორციელების ჩატი.

  • „HTTP“ ანუ ვებ–ჩატები. ასეთი ჩატი გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ვებ-გვერდი, სადაც შეიძლება წაიკითხო მონაწილეებისა და მოდერატორების მიერ დაწერილი უკანასკნელი რამდენიმე ათეული ფრაზა. ჩატის გვერდი მიცემული პერიოდულობის მიხედვით ავტომატურად განიცდის განახლებას.
  • „Adobe Flash“ ტექნოლოგიის სემცველი ჩატი, რომელიც კლიენტებს შორის გვრედების პერიოდული გადატვირთვისას ხსნის ე.წ. „სოკეტებს“ (პროგრამული ინტერფეისი), რაც საშუალებას იძლევა ინფორმაციის მომენტალური გავრცელებისათვის.
  • „IRC“, სპეციალიზებული პროტოკოლი ჩატებისათის.
  • პროგრამული ჩატები ლოკალურ ქსელებში ინფორმაციისა და ფაილების გადასაცემად და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩატი&oldid=4724094“-დან