ჩავინის კულტურა
ჩავინის კულტურა — კოლუმბამდელი ცივილიზაცია პერუში. გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ანდების მთიწინეთში თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ძვ. წ. 900 - 200 წწ.[1][2] ჩავინის კულტურა გავრცელებულია მოსნას ხეობაში, იქ სადაც ერთმანეთს ერთვიან მდინარეები მოსნა და უაჩეკსა ზღვის დონიდან 3150 მეტრ სიმაღლეზე, ამჟამად ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს ინდიელთა ტომები კეჩუა, ხალკა და პუნა.[3]
ჩავინის კულტურის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლია ჩავინ-დე–უანტარის ზონა, რომელიც მდებარეობს ანდების მთებში ლიმის ჩრდილოეთით. თვლიან რომ ქალაქი ჩამოყალიბდა ძვ. წ. 900 წ. და წარმოადგენდა ჩავინის ცივილიზაციის რელიგიურ ცენტრს. [3] ამჟამად ჩავინ-დე-უანტარს იუნესკო იცავს. ჩავინის კულტურის სხვა ძეგლებიდან აღსანიშნავია კუნტურ-უასის ციხესიმაგრე, გარაგაის მონასტერი და სხვ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Burger, Richard L. 2008 Chavin de Huantar and its Sphere of Influence. In: Handbook of South American Archeology, edited by H. Silverman and W. Isbell. Springer, NY. Pages 681—706.
- ↑ Burger, Richard L., and Nikolaas J. Van Der Merwe 1990 Maize and the Origin of Highland Chav√≠n Civilization: An Isotopic Perspective. American Anthropologist 92(1):85-95.
- ↑ 3.0 3.1 Burger, Chavin and the Origins of Andean Civilization 1992