ჩაბი
იმპერატორის მეუღლე ჩაბი (დ. 1227 — გ. 1281) — ჩინეთის იმპერატორის მეუღლე იუანის დინასტიიდან. მონღოლეთის ხანის და მთელი ჩინეთის იმპერატორის, ყუბილაი ხანის მეუღლე.
იმპერატორის მეუღლე ჩაბი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1227 |
გარდაცვალების თარიღი | 20 მარტი 1281 (54 წლის) |
წოდება | იმპერატორის მეუღლე |
წინამორბედი | ცუნი |
მემკვიდრე | ნამბუი |
რელიგია | ბუდიზმი |
მეუღლე(ები) | ყუბილაი |
„მონღოლეთის საიდუმლო ისტორიის“ მიხედვით, ჩაბი ყუბილაის ფავორიტი ცოლი და არაოფიციალური მრჩეველი იყო მისი მმართველობის განმავლობაში. ის ხელოვნების მოყვარული იყო, რის გამოც შესაძლოა მას დიდი წვლილი მიუძღვის ვენეციელი მოგზაურის, მარკო პოლოს წარმატებაში. არსებობდა იმის ეჭვიც, რომ მისი დედამთილის, სორჰატანის მსგავსად, ისიც ქრისტიანი იყო.
დედოფალი ჩაბი სიმბოლურად განასახიერებდა ქალის დიდ როლს მონღოლეთის კულტურაში. როგორც ყუბილაის მეუღლეს და მრჩეველს, ჩაბი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური გავლენა ჰქონდა, განსაკუთრებით ჩინეთის მასების შერიგებისას. ჩაბიმ ხელი შეუწყო ბუდიზმის მაღალ დონეზე განვითრებას მთავრობაში. სამხრეთ ჩინეთის საიმპერატორო ოჯახის დასამშვიდებლად, ჩაბი მათ უკეთესი მოპყრობას პირდებოდა. ის ასევე დაეხმარა ყუბილაის აეცილებინა მონღოლეთის საძოვრებზე მოსახლე ჩინელ ხალხთან ბრძოლა, რაც მათთან საუბრით და პატივისცემით შეძლო. ჩაბის დახმარებით, ყუბილაიმ შეძლო დაემორჩილებინა მისი პატივმოყვარე ძმა, ჩინეთის აზნაურობა და გლეხობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Stearns, Peter N.; Michael Adas; Stuart B. Schwartz; Marc Jason Gilbert (2011). "14 • The Last Great Nomadic Challenges: From Chinggis Khan to Timur". World Civilizations: The Global Experience AP* Edition (6th ed.). pp. 327–328. ISBN 0-13-136020-5.