ჩაბერვა
ჩაბერვა —
- შიგაწვის ძრავაში — ძრავის ცილინდრში საწვავის ნარევის მუხტის რაოდენობის გაზრდა ამ ნარევის შეშვების დრო წნევის გაზრდის ხარჯზე. ჩაბერვას იყენებენ სიმძლავრის გასაზრდელად (20-45%), აგრეთვე მის საკომპენსაციოდ ძრავიანი დანადგარის დიდ სიმაღლეზე მუშაობის დროს.
- აგრეგატული ჩაბერვა ხორციელდება ამძრავი კომპრესორის, ტურბოკომპრესორის ან კომბინირებული კომპრესორის საშუალებით.
- ვრცელდება უაგრეგატო ჩაბერვა (დინამიკური, ჩქარული და სხვ.), რომლის საშუალებით შესაძლებელი ხდება ძრავის ფორსირება და მისი მუშაობის ეკონომიური მაჩვენებლის გაუმჯობესება.
- რაკეტულ ტექნიკაში — საწვავის ავზებში ჭარბი წნევის შექმნა ძრავის დანადგარის ტუმბოებში საწვავის კავიტაციის თავიდან ასაცილებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 68.