პეტრე ჩაადაევი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩაადაევი, პეტრე)

პეტრე იაკობის ძე ჩაადაევი (რუს. Пётр Я́ковлевич Чаада́ев; დ. 7 ივნისი [ ძვ. სტ. 27 მაისი] , 1794, მოსკოვი — გ. 26 აპრილი [ ძვ. სტ. 14 აპრილი], 1856, მოსკოვი) — რუსი მოაზროვნე და პუბლიცისტი.

პეტრე ჩაადაევი
დაბადების თარიღი 27 მაისი (7 ივნისი), 1794
დაბადების ადგილი მოსკოვი[1]
გარდაცვალების თარიღი 14 (26) აპრილი, 1856 (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
საქმიანობა ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ჯილდოები წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, ორდენი „დამსახურებისათვის“ და Kulm Cross
გავლენა მოახდინეს

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, მონაწილეობდა 1812 წლის სამამულო ომში და საზღვარგარეთის ლაშქრობებში (1813–1814). პეტრე ჩაადაევი „კეთილდღეობის კავშირის“ წევრი იყო. 1823–1826 წლებში მოგზაურობდა საზღვარგარეთ, სადაც გაეცნო თომას შელინგისა და ფელისტე რობერ დე ლამენეს რელიგიურ-ფილოსოფიურ იდეებს. 1829–1831 წლებში შექმნა თავისი მთავარი ნაწარმოები „წერილები ისტორიის ფილოსოფიის შესახებ“ (ფრანგულ ენაზე), რომელიც ცნობილია „ფილოსოფიური წერილების“ სახელწოდებით. ჟურნალ „ტელესკოპში“ დაბეჭდილ პირველ წერილში გამოთქმულმა გულისწყრომამ „ადამიანთა მოდგმის მსოფლიო აღზრდისაგან“ რუსეთის განზე გადგომის, ეროვნული თვითკმაყოფილების და სულიერი მოდუნების გამო, რაც აფერხებს მისთვის ზეციდან წინასწარდასახული ისტორიული მისიის შეგნებასა და აღსრულებას, ხელისუფლების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია და მეფის ბრძანებით პეტრე ჩაადაევი შეშლილად გამოაცხადეს.

„ფილოსოფიურ წერილებში“ პეტრე ჩაადაევმა თავი გამოაცხადა კათოლიციზმის მთელი რიგი პრინციპების მიმდევრად, მაგრამ ალექსანდრე გერცენმა მის მსოფლმხედველობას მაინც რევოლუციური კათოლიციზმი უწოდა. ჩაადაევს აღაფრთოვანებდა კათოლიკურ ორთოდოქსობასთან შეუთავსებელი „სასიამოვნო რწმენა კაცობრიობის მომავალი ბედნიერებისა“, იმედოვნებდა, რომ აღსრულდებოდა მიწიერი მოლოდინი ხალხისა, ვითარცა ზეგონიერი ერთობისა, რომელიც დაძლევს ეგოიზმს და ინდივიდუალიზმს, როგორც ადამიანის საყოველთაო დანიშნულებასთან შეუსაბამოს. პეტრე ჩაადაევი არ თანაუგრძნობდა სოციალიზმს, მაგრამ წინასწარმეტყველებდა მის გამარჯვებას. მისი ფილოსოფიურ-ისტორიული აზრი რუსული ფილოსოფიის განვითარების და თვითგამორკვევის მძლავრ სტიმულად იქცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118624261 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.