შუქტექნიკა
შუქტექნიკა — მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომლის დანიშნულებაცაა სინათლის გენერირების, სივრცეში გადანაწილების, მახასიათებლების გაზომვა და სხვათა გამოკვლება და დამუშავება: შეისწავლის აგრეთვე წყაროს სანათის შემომსხივარი და შუქსასიგნალო ხელსაწყოებისა და მოწყობილებების ტექნოლობიური დამუშავების საკითხებს. შუქტექნიკა დანადგარების ნორმირების, დაპროექტების, მოწყობისა და ექსპლუატაციის საკითხებს. გარდა ამისა შუქტექნიკა შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმზე ბუნებრივი და ხელოვნური სინათლის ზეგავლენას. სინათლის გამოყენების სფეროების შესაბამისად შუქტექნიკაში განასხვავებენ სანათ, შემომსხივარსა და შუქსასიგნალო დანადგარებს.
სანათი დანადგარები
რედაქტირებასანათი დანადგარების მეშვეობით იქმნება განათების აუცილებელი პირობები, რაც უზრუნველყოფს გარემოს მხედველობიტ ართქმას(ხილვადობას), დაახლოებით 90%_ით. საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირში იხარჯებოდა გამომუშავებული ელექტრო ენერგიის 10-12%, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 18%.
შემომსხივარი დანადგარები
რედაქტირებაშემომსხივარ დანადგარებს იყენებენ ადამიანებზე, ცხოველებზე და მცენარეებზე სხვადასხვა არამხედველობითი ზემოქმედებებისთვის, აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა საწარმოო პროცესებში. შემომსხივარ დანადგარებს წარმატებით იყენებენ მედიცინაში, მაგალითად ფიზიოთერარაპიაში, სოფლის მეურნეობასი და სხვა.
შუქსასიგნალო დანადგარები
რედაქტირებაშუქსასიგნალო დანადგარების მეშვეობით გადაიცემა კოდირებული (პირობითი) ინფორმაცია, იზომება სინათლის მახასიათებლები, და ნორმირდება შუქტექნიკური დანადგარები.
შუქტექნიკის როლი კინომატოგრაფიაში
რედაქტირებაშუქტექნიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კინოში, მას იყენებენ ფილმების გადაღებისას, პირგადაღებისას (ბეჭდვისას) და კინო დაპროექტებისას. კინომატოგრაფიული შუქტექნიკა შეიმუშავებს და იყენებს კინო გადაღებებისთვის საჭირო სინათლის წყაროებს და სანათ ხელსაწყოებს, სპეციალურ სანათ სისტემებს, კინოეკრანებსა და სანათ ფილტრებს. ფილმების პირგადაღებებისას შუქტექნიკის დანიშნულებაა კინოპირგადასაღები აპარატებისთვის სანათი სისტემებისა და შუქსაზომი დასაწყოების დამუშავება. კინოდაპროექტების შუქტექნიკა ჭყვეტს შუქტექნიკურ ამოცანებს, რომელთა მიზანიცაა ფილმების დემონსტრაციის ტექნიკის ხარისხის ამაღლება, მათ წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება, კინოსაპროექტო დანადგარების მომსახურების გამარტივედა და სხვა მრავალი.
სამშენებლო შუქტექნიკა
რედაქტირებასამშენებლო შუქტექნიკა შეისწავლის მზის და სახვა სინათლის წყაროების გამოსხივებული სინათლის ოთახში ან რაიმე სივრცეში გავრცელების კანონზომიერებებს, საშენი მასალის და კონსტრუქციების თვისებების, ინტერიერის მხედველობით აღთქმაზე სინათლის გავლენას. იგი ასევე სამშენებლო ფიზიკის დარგიცაა, სამშენებლო შუქტექნიკა მოიცავს: ბუნებრივ, ხელოვნურსა და დასახლებული ადგილების ინსოლაციას. სამშენებლო შუქტექნიკა ცალკეულ მეცნიერულ და რგად ჩამოყალიბდა XX საუკუნის 50-იანებში. მას აქტიურად იყენებენ ყველა სახის შენობების დაპროექტებასა და აგებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 59.