შუა ხორშის მაცხოვრის ეკლესია

შუა ხორშის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორშში.

შუა ხორშის მაცხოვრის ეკლესია სამნავიან ბაზილიკაა, შვერილი წახნაგოვანი აფსიდით. ეკლესია ძლიერ დანგრეულია. შედარებით უკეთაა შემორჩენილი აღმოსავლეთი ნაწილი. ცენტრალური აფსიდა ფორმით ნალს უახლოვდება. საკურთხეველში გაჭრილია სამი სარკმელი. აფსიდა გამოყოფილია დარბაზისაგან ორსაფეხურიანი სოლეათი. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნავებში იკითხება თითო სარკმელი. ეკლესიას ჰქონდა სამი სარკმელი, რომლებიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ფასადები გაძარცვულია პერანგისაგან. შემორჩენილია მოჩუქურთმებული სარკმლის თავსართი. ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე. ეკლესია ნაგები იყო კარგად გათლილი ქვიშაქვით კირის დუღაბზე. ძეგლს ირგვლივ შემოუყვება წრიული ფორმის გალავანი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კარიბჭის ნაშთი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10301