შუახმელეთის კალენდარი
ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში წელთაღრიცხვისთვის გამოიყენება რამდენიმე კალენდარი. შუახმელეთი მდებარეობს დედამიწაზე გამოგონილ წინარეისტორიაში, ამიტომ წლის ხანგრძლივობა ნამდვილი წლისას ემთხვევა. რომან „ბეჭდების მბრძანებლის“ დანართ D-ში წარმოდგენილია კალენდრების განმარტება.
მაზრის კალენდარი
რედაქტირებაინფორმაცია მაზრული კალენდრის შესახებ ვრცლად იქნა მოწოდებული თავად ტოლკინის მიერ. ის საკმაოდ განსხვავდებოდა ადამიანების, ჯუჯებისა და ელფების კალენდრისაგან.
მაზრის კალენდრის პირველი წელი დაიწყო მაშინ, როდესაც ორმა ჰობიტმა სერიდან, მარჩომ და ბლანკომ დააარსეს მაზრა, მესამე ეპოქის 1601 წელს. ასე რომ, შესაძლებელია მესამე ეპოქის წლების გადაყვანა ჰობიტების წლებში, 1600 წლის გამოკლებით. მესამე ეპოქის უკანასკნელი წელი იყო 1421 (მაზრის კალენდრით).
მაზრული წელი ნამდვილი წლის ტოლია – 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი, 46 წამი. ის ისევე, როგორც ნამდვილ სამყაროში, დაყოფილია 12 თვედ, მაგრამ ყველა თვე 30 დღისგან შედგება. ამას დაემატა მხოლოდ 5 დამატებითი დღე, რათა 365 დღე მიეღოთ. საგულისხმოა, რომ თვეები დაყოფილიყო იყო მთვარის ციკლებად.
სახელწოდებები
რედაქტირებათვეები
რედაქტირებათვეების სახელწოდებებისთვის ტოლკინმა გამოიყენა ძველი ინგლისურიდან ნასესხები შეცვლილი სიტყვები. პროფესორის ვარაუდით, ეს იქნებოდა ის სიტყვები, რომლებიც გამოყენებული იქნებოდა, თუ თანამედროვე ინგლისურში შეინარჩუნებდნენ თვეების ძველს სახელებს და არ გამოიყენებდნენ ლათინურებს.
ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს, თუ რომელ ნამდვილ თვეს შეესაბამება ჰობიტების ესა თუ ის თვე.
თვის ნუმერაცია | თვე | ნამდვილი ანალოგი (გრეგორიანული კალენდარი) |
---|---|---|
მეორე იულე | 22 დეკემბერი | |
1 | იულესშემდგომი | 23 დეკემბერი - 21 იანვარი |
2 | სოლმათი | 22 იანვარი - 20 თებერვალი |
3 | რეთე | 21 თებერვალი - 22 მარტი |
4 | ასტრონი | 23 მარტი - 21 აპრილი |
5 | თრიმიჯი | 22 აპრილი - 21 მაისი |
6 | ლითესწინა | 22 მაისი - 20 ივნისი |
პირველი ლითე | 21 ივნისი | |
შუა წლის დღე
|
22 ივნისი | |
ზედმეტი ლითე | ნაკიანი დღე | |
მეორე ლითე | 23 ივნისი | |
7 | ლითესშემდგომი | 24 ივნისი - 23 ივლისი |
8 | ვედმათი | 24 ივლისი - 22 აგვისტო |
9 | ჰალიმათი | 23 აგვისტო - 21 სექტემბერი |
10 | ვინტერფილდი | 22 სექტემბერი - 21 ოქტომბერი |
11 | ბლოტმათი | 22 ოქტომბერი - 20 ნოემბერი |
12 | იულესწინა | 21 ნოემბერი - 20 დეკემბერი |
პირველი იულე | 21 დეკემბერი |
იულეთი აღინიშნებოდა დღე, რომელიც იყო ძველი წლის დასრულების და ახალი წლის დაწყების სიმბოლო. შესაბამისად, მეორე იულე იყო წლის პირველი დღე. ნაკიან წლებში (ყოველ მეოთხე წელიწადს) კალენდარს ემატებოდა ერთი დღე, ზედმეტი ლითე. ასეთი დღეები ოფიციალურად არც ერთ თვეს არ ეკუთვნოდა. როგორც წესი, ამ დღეს ან დასვენება იყო, ან რამე სახის წვეულება.
შუა წლის დღე, როგორც ვარაუდობენ, ნაბუნიობის ანალოგია. ტოლკინის თქმით, ამ მოვლენას ადგილი აქვს ნამდვილი რეალობის წლის შუა დღემდე 10 დღით ადრე. მაგრამ ნაბუნიობის დღემ გადაიწია, ამიტომ დღესდღეობით ის სხვა თარიღს ემთხვევა და განსხვავება მაზრული შუა წლის დღისა და ნამდვილი შუა წლის შორის 11 და არა 10 დღეა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სხვადასხვა კალენდრის ანალიზი დაარქივებული 2017-03-31 საიტზე Wayback Machine.
- მაზრის თვეების განმარტება – ეტიმოლოგიური მნიშვნელობა