შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი — შუახევის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 28 თებერვალს №1 დადგენილებით.[1]
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 28 თებერვალი, 2013 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე, ოქროს ხიდი. |
ფარმჭერები | ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა |
დევიზი | შუახევი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი — მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. შუა კოშკი ოდნავ მაღალია, ციხე-სიმაგრის ქვევით გამოსახულია ოქროს ხიდი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „შუახევი“