შუაბიანები
შუაბიანები — თბილისის მაჰმადიან ამირათა საგვარეულო. ამ გვარში რამდენიმე ცნობილი ამირაა ცნობილი.
საიდ იბნ ალ-ხაისამ იბნ-შუაბი
რედაქტირებამოღვაწეობდა VII- IX საუკუნეების მიჯნაზე. შესაძლოა იყოს შუაბიანების სახლის ფუძემდებელი. აქტიურად ებრძოდა სახალიფოს წინააღმდეგ აჯანყებულ ქართლისა და კახეთის მოსახლეობას.
ისმაილ შუაბის ძე
რედაქტირებამოღვაწეობდა IX საუკუნეში. მის დროს დაიწყო თბილისის ამირების ბრძოლა სახალიფოსგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.
ისჰაკ იბნ ისმაილ იბნ შუაბი
რედაქტირებაისჰაკ იბნ ისმაილ იბნ შუაბი დამარცხდა ბუღა თურქთან ბრძოლაში. შუაბიანების სახლმა დაკარგა ამირობა. ეს თანამდებობა გადავიდა შაიბანიანების სახლის ხელში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002, გვ. 928