შტრიხკოდი[1], შტრიხ-კოდი[2] (ინგლ. barcode, bar code) — გრაფიკული ინფორმაცია, რომელიც დაიტანება პროდუქტის ან ნაწარმის შეფუთვაზე, რაც შემდგომში შესაძლებელს ხდის მის წაკითხვას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იგი შეიძლება წარმოადგენდეს, როგორც შავ-თეთრი ზოლების, ასევე სხვა გეომეტრიული ფიგურების ერთობლიობასაც.

ერთგანზომილებიანი (1D) შტრიხკოდის ერთ-ერთი ვარიანტი
ორგანზომილებიანი (2D) შტრიხკოდის ტიპი — QR კოდი

თავდაპირველად, შტრიხკოდები წარმოადგენდნენ მონაცემებს პარალელური ხაზების სიგანეების, ინტერვალის და ზომის ცვლილებით. ამ შტრიხკოდებს, რომლებსაც ახლა ჩვეულებრივ უწოდებენ ხაზოვან ან ერთგანზომილებიან (1D). მოგვიანებით შემუშავდა ორგანზომილებიანი (2D) ვარიანტები მართკუთხედების, წერტილების, ექვსკუთხედების და სხვა ფიგურების გამოყენებით. აღნიშნული შტრიხკოდები დამკვიდრდა 2D შტრიხკოდებისა და მატრიცული კოდების სახელწოდებებით. ორივეს წაკითხვა შესაძლებელია სპეციალურად შექმნილი 2D ოპტიკური სკანერების გამოყენებით. მატრიცული კოდების წაკითხვა ასევე შესაძლებელია ციფრული კამერითაც, რომელიც დაკავშირებულია მიკროკომპიუტერთან, ამუშავებს რა შტრიხკოდის ფოტოგრაფიულ სურათს, აანალიზებს სურათს კოდის დეკონსტრუქციისა და გაშიფვრის მიზნით. თანამედროვე მობილურ მოწყობილობებს, როგორიცაა სმარტფონი, შეუძლია წაიკითხოს შტრიხკოდებში დაშიფრული ინფორმაცია ამ უკანასკნელის სპეციალიზებული აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

შტრიხკოდი გამოიგონეს და დააპატენტეს ნორმან ჯოზეფ ვუდლენდმა და ბერნარდ სილვერმა აშშ-ში 1952 წელს.[3] გამოგონება ეფუძნებოდა მორზეს კოდს, რომელიც გაფართოვდა თხელ და სქელ ზოლებზე.[4] თუმცა, ოც წელზე მეტი დასჭირდა, სანამ ეს გამოგონება კომერციულად წარმატებული გახდებოდა. 1962 წლის ჟურნალი Modern Railways წერდა, თუ როგორ სრულყო ინგლისის რკინიგზამ შტრიხკოდების წაკითხვის სისტემა. სხვა ტიპის შტრიხკოდის ადრეული გამოყენება ინდუსტრიაში დანერგილი იყო ამერიკის რკინიგზის ასოციაციის მიერ 1960-იანი წლების ბოლოს. კომპანია GTE-ს მიერ შემუშავებული ავტომატური მანქანის იდენტიფიკაცია, მოიცავდა ფერადი ზოლების განთავსებას სხვადასხვა კომბინაციებში ფოლადის ფირფიტებზე, რომლებიც მიმაგრებული იყო რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის გვერდებზე. თითო მანქანაზე გამოყენებული იყო ორი ფირფიტა, თითო თითო მხარეს, ფერადი ზოლების განლაგებით, რომელიც შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა საკუთრება, აღჭურვილობის ტიპი და საიდენტიფიკაციო ნომერი.[5] ფირფიტები იკითხებოდა რკინიგზის ხაზზე გვერდით დამონტაჟებული წამკითხველით.[6] ათი წლის შემდეგ პროექტი შეჩერებულ იქნა, რადგან სისტემა არასანდო აღმოჩნდა ხანგრძლივი გამოყენებისათვის.[5]

1969 წელს შეიქმნა სურსათის პროდუქტების უნივერალური კოდის შესაქმნელად სპეციალური კომიტეტი. შტრიხკოდები კომერციულად წარმატებული გახდა მას შემდეგ, როცა ისინი გამოიყენეს სუპერმარკეტების შეკვეთის სისტემის ავტომატიზაციისთვის, ამოცანა, რომლისთვისაც ის თითქმის უნივერსალური გახდა. 1973 წელს სურსათის პროდუქტების ერთიანი კოდის საბჭომ [ინგლ. Uniform Grocery Code Council (UGPCC)] აირჩია ჯორჯ ლორერის მიერ შემუშავებული შტრიხკოდის დიზაინი. ლორერის შტრიხკოდი, ვერტიკალური ზოლებით, უფრო კარგად იბეჭდება, ვიდრე ვუდლანდისა და სილვერის მიერ შემუშავებული წრიული შტრიხკოდი.[7] მათი გამოყენება გავრცელდა ბევრ სხვა ამოცანებზე, რომლებიც ზოგადად მოიხსენიება როგორც ავტომატური იდენტიფიკაცია და მონაცემთა აღება (AIDC). პირველი წარმატებული სისტემა შტრიხკოდების გამოყენებით მოეწყო 1972 წელს ინგლისის სუპერმარკეტების საინსბურის ქსელში, თაროზე დამონტაჟებული შტრიხკოდების გამოყენებით, რომლებიც შემუშავებული იყო პლესის მიერ.[8] 1974 წლის ივნისში, მარშის სუპერმარკეტმა ტროაში, გამოიყენა Photographic Sciences Corporation-ის მიერ დამზადებული სკანერი Wrigley's საღეჭი რეზინის შეფუთვაზე უნივერსალური პროდუქტის კოდის (UPC) შტრიხკოდის სკანირებისთვის.[9] ბოლო დროს სმარტფონების ზრდის გამო, ძალიან პოპულარული გახდა 2D შტრიხკოდების სპეციფიკური ტიპი — QR კოდები.[10]

ერთგანზომილებიანი შტრიხკოდის წაკითხვის წესი

რედაქტირება
  • 13 ციფრიანი შტრიხ-კოდის
    • პირველი 3 ციფრი განსაზღვრავს პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის კოდს;
    • შემდეგი 4-6 ციფრი - საქონლის მწარმოებლი ს სარეგისტრაციო ნომერს;
    • შემდეგი 3-5 ციფრი - საქონლის კოდს, მის სამომხმარებლო თვისებებს, ზომას, წონას, ფერს;
    • ბოლო 1 ციფრი - საკონტროლო კოდს;
  • მცირე ზომის ნაწარმზე გამოიყენება 8 ციფრიანი შტრიხ-კოდი.
  1. gs1ge.org // საერთაშორისო სტანდარტის შტრიხკოდის ექსპერტები
  2. yell.ge // შტრიხ-კოდები
  3. თარგი:Cite patent
  4. How Barcodes Work en (4 June 2019). ციტირების თარიღი: 5 June 2019
  5. 5.0 5.1 Cranstone, Ian. A guide to ACI (Automatic Car Identification)/KarTrak. Canadian Freight Cars A resource page for the Canadian Freight Car Enthusiast. ციტირების თარიღი: 26 May 2013
  6. Keyes, John. (22 August 2003) KarTrak. John Keyes Boston photoblogger. Images from Boston, New England, and beyond.. John Keyes. ციტირების თარიღი: 26 May 2013
  7. Roberts, Sam (11 December 2019). „George Laurer, Who Developed the Bar Code, Is Dead at 94“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2020. ციტირების თარიღი: 13 December 2019.
  8. Brown, Derrick (19 January 2023). „Birth of the Barcode: a talk given to the Computer Conservation Society“.
  9. Fox, Margalit (15 June 2011). „Alan Haberman, Who Ushered in the Bar Code, Dies at 81“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2017. ციტირების თარიღი: 24 February 2017.
  10. G. F. (2 November 2017). „Why QR codes are on the rise“. The Economist (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2018. ციტირების თარიღი: 5 February 2018.