შრატისმიერი დაავადება
შრატისმიერი დაავადება — ალერგიის გამოვლენა ჰეტეროგენულ (ჩვეულებრივ ცხენის სისხლიდან დამზადებულ) შრატში შემავალი უცხო ცილებისადმი. ვითარდება შრატის პარენტერალურად (ინიექციით) შეყვანის შემდეგ. გრძელდება შრატის პირველი შეყვანიდან 7-12 დღე, განმეორებითი შეყვანის შემდეგ უფრო ხანმოკლეა. შრატისმიერი დაავადება ვლინდება მაღალი ტემპერატურით და გამონაყარით (იწყება შრატის შეყვანის ადგილზე და თანდათან მოედება მთელ სხეულს), რასაც დაერთვის ქავილი, ლიმფური კვანძების, სახსრების შეშუპება, ზოგჯერ — ფაღარათი. დაავადების ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან 2 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს.
მკურნალობა
რედაქტირებაანტიჰისტამინური პრეპარატები (დიმედროლი და სხვა), თბილი აბაზანები, ტანის დაზელა სალიცილის სპირტით, მძიმე მიმდინარეობის დროს — კორტიკოსტეროიდები; მსუბუქ შემთხვევაში მკურნალობას არ მიმართავენ.
პროფილაქტიკა
რედაქტირებაცილისადმი მგრძნობელობაზე კანშიგა სინჯის შემდეგ ჰეტეროგენული შრატის შეყვანის მეთოდიკის დაცვა; ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის გამოყენების შეზღუდვა (მოსახლეობის ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციისა და ტრავმის დროს მხოლოდ ტეტანუსის ანატოქსინის შეყვანის გზით); ჰეტეროგენული შრატის ნაცვლად ადამიანის სისხლიდან დამზადებული იმუნოგლობულინის გამოყენება. ჰეტეროგენული შრატის განმეორებით შეყვანამდე ჰისტამინური პრეპარატების დანიშვნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 26.