ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შრადჰა კაპური (ინგლ. Shraddha Kapoor, ჰინდი श्रद्धा कपूर; დ. 3 მარტი, 1987, მუმბაი, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი და მომღერალი. ის ფიგურირებს ინდოეთის ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სიებში.[1][2]

შრადჰა კაპური
შრადჰა კაპური

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
შრადჰა კაპური თაიგერ შჰროფთან ერთად
 

შრადჰა კაპური დაიბადა 1987 წლის 3 მარტს ცნობილი ინდოელი მსახიობის, შაქტი კაპურისა და მომღერლის შივანგი კაპურის (ადრ. კოლჰაპაური) ოჯახში. მას ჰყავს  ძმა სინდჰათ კაპური, რომელიც მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ. სინდჰათ კაპურის დებიუტი შედგა  ფილმში „სროლა ვადალში“. შრადჰა სწავლობდა მუმბაის კერძო სკოლაში. შემდეგ ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის თეატრალურ განყოფილებაზე, მაგრამ პირველი კურსის დასრულებისთანავე სწავლა მიატოვა, ვინაიდან სამსახიობო კარიერის დაწყება სურდა. შრადჰა კაპურის  ბოლივუდის ცნობილი მსახიობის პადმინი კოლჰაპურისა და ნაკლებად ცნობილი - ტეჯასვინი კოლჰაპურის დისშვილია.[3][4][5][6]

შრადჰას დებიუტი 2010 წელს შედგა ფილმში“სამი კარტი“, სადაც პარტნიორობა გაუწია ცნობილ მსახიობებს ამიტაბჰ ბაჩანს, მადჰავანს და რაიმა სენს. ფილმი ჩავარდა გაქირავებაში, მაგრამ ამის მიუხედავად, შრადჰა ნომინირებილი იყო  დებიუტანტი ქალის ჯილდოზე Filmfare Award. ავტორიტეტული გამოცემა Itimes– ის შედეგების თანახმად, გოგონამ მესამე ადგილი დაიკავა "წლის ყველაზე ცხელი დებიუტანტების" სიაში.

შრადჰა კაპურმა მთავარი როლი შეასრულა 2011 წელს გადაღებულ ფილმში „სიყვარულის დასასრული“/ მაყურებელმა ფილმი ცუდად მიიღო. თუმცა შრადჰამ კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა .

2011 წელს გაქირავებაში გამოვიდა ფილმი „სიყვარულის დასასრული“

2012  წელს რეის  როლისათვის მსახიობმა მიიღო პრემია Stardust Awards (საუკეთესო მსახიობი ქალი).

2013 წელს გამოვიდა მოჰიტა სურის რომანტიკული მუსიკალური დრამა Life in their love 2, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ შრადჰა კაპური და ადიტია როი კაპური. ფილმს გაქირავებაში დიდი წარმატება ხვდა წილად, შემოსავალმა $ 18 მილიონი შეადგინა, ხოლო შრადჰასთვის აროჰა კეშავ შირკეს როლი გახდა პირველი კომერციული წარმატება და აღიარება. რამდენიმე ნომინაცია მოიპოვა კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი ქალი", მათ შორის Filmfare Awards.

იმავე წელს, შრადჰა გამოჩნდა, როგორც მიწვეული   ვარსკვლავი, ფილმში "სილამაზევ, შენ ჩემი სიყვარული ხარ!", სადაც თამაშობდა გმირის იმრან ხანის საცოლეს.

2014 წელს შრაჰდა სიდჰარტ მალჰოტრასთან ერთად კვლავ გამოჩნდა მოჰიტ სურის ფილმში „ბოროტმოქმედი“. გარდა ამისა, მსახიობმა შეასრულა სიმღერა  "Galliyan" ფილმისთვის. ფილმის შემოსავალმა 16 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.  მომდევნო წლებში შრადჰა კაპურის მონაწილეობით ახალი ფილმები გამოვიდა. 2016 წელს შრადჰამ ითამაშა საკუთარი თავი ფილმში Flying Jatt, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ თაიგერ შროფი და ჟაკლინ ფერნანდესი.

2016 წელს შრადჰა ბოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის მოხვდა. თითოეულ ფილმში 50 მილიონი დრამი (700 000 აშშ დოლარი) მიიღო. [7]

სხვა საქმიანობა

რედაქტირება

კინოინდუსტრიაში მოღვაწეობის გარდა, შრადჰა  საქველმოქმედო  საქმიანობას ეწევა და მონაწილეობს სხვადასხვა შოუებში.

შრადჰა კაპურმა მეხუთე ადგილი დაიკავა " 2013 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალური ქალის " სიაში.

2020 წელს შრადჰა კაპური გახდა მეოთხე ინდოელი, რომელსაც ინსტაგრამზე 50 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.[8]

2015 წლის მარტში,  მსახიობმა დაიწყო საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვება "Imara"-ს სახელით.

  1. "After 'Saaho',Prabhas and Shraddha Kapoor to be listed among the highest-paid Indian actors?". Times of India.com.
  2. "10 highest paid actresses in Bollywood". დაარქივებული 2020-12-07 საიტზე Wayback Machine. Filmfare.com.
  3. Priya Gupta (21 April 2013). "I was most upset with the way people were talking about my dad: Shraddha". The Times of India. Archived from the original on 8 October 2017. Retrieved 4 May 2018.
  4. If I had my way, I would have worked with Raj Kapoor all my life: Padmini Kolhapure Times of India 13 September 2013
  5. "Shraddha Kapoor has roots in goa".
  6. "If not an actor, I'd be a popstar: Shraddha Kapoor". hindustantimes.com. 20 February 2015. Archived from the original on 31 July 2015. Retrieved 26 July 2015.
  7. "Deepika Becomes Highest Paid Actress In Bollywood. But It's Still The Men Who Rake In The Moolah!".[მკვდარი ბმული] indiatimes.com. Archived from the original on 10 December 2016. Retrieved 12 September 2016.
  8. Shraddha Kapoor crosses 50 million Instagram foollowers joins Deepika Padukone, Virat Kohli, Priyanka Chopra". f dnaIndia.com. Retrieved
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შრადჰა_კაპური“-დან