თაიგერ შროფი(ჰინდი टाइगर श्रॉफ, ინგლ. Tiger Shroff, ნამდვილი სახელი -ჯაი ჰამანტ შროფი დ. 2 მარტი, 1990, ბომბეი, ინდოეთი) - ინდოელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი.  ცნობილი კინომსახიობი ჯეკი შროფის და პროდიუსერ აიშე დუტის ვაჟი.[1] [2]თაიგერ შროფი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. ის 2018 წლიდან მოყოლებული არის Forbes India's Celebrity 100 სიაში.[3][4]

თაიგერ შროფი
თაიგერ შროფიटाइगर श्रॉफ

ბიოგრაფია რედაქტირება

 
მამასთან-ცნობილ მსახიობ ჯეკი შროფთან ერთად.
 

თაიგერი დაიბადა 1990 წლის 2 მარტს მუმბაიში,  მსახიობის ჯეკი შროფისა და მისი მეუღლის, პროდიუსერის, ყოფილი მოდელისა და მსახიობის აიეშა დუტის ოჯახში. თაიგერს ჰყავს უმცროსი და - კრიშნა, რომელიც აღმასრულებელი პროდიუსერი და დირექტორის თანაშემწეა.[5] მამა წარმომავლობით გუჯარათულ-თურქმენული, ხოლო დედა-ბელგიურ-ბენგალური ოჯახიდანაა.[6] [7]დაამთავრა ბომბეის ამერიკული სკოლა . მსახიობს ტაეკვონ-დოში მეხუთე ხარისხის შავი ქამარი აქვს. ის დაეხმარა ამირ ხანს, რომ ჩამდგარიყო  ფილმში "ბაიკერები 3" გადაღებისას  საჭირო ფიზიკური ფორმაში. [8]

2012 წლის ივნისში თაიგერმა გააფორმა ხელშეკრულება და მისი დებიუტი შედგა ფილმში „სიყვარულის უფლება“ , სადაც ითამაშა[ მოდელ და მსახიობ კრიტი სანონთან ერთად,  ფილმი გამოვიდა  2014 წელს  და  კრიტიკოსების არაერთგვაროვანი მიმოხილვის მიუხედავად,  წილად კომერციული წარმატება ხვდა. თავისი როლისთვის, თაიგერმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. მას მაღალი შრფასება მისცეს ცეკვისა  და ტრიუკების შესრულების უნარის გამო. . ამ როლმა მსახიობს  რამდენიმე სხვადასხვა კინო ჯილდოც მოუტანა. 2016 წელს თაიგერმა ითამაშა შრადჰა კაპურთან ერთად ბოევიკ-დრამაში „მეამბოხე“, რომელსაც დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად.  ამავე წელს  გამოვიდა მისი მონაწილეობით მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „მფრინავი ჯატი“. აქ თაიგერი სუპერ გმირის როლს ასრულებდა, თუმცა წინა ორი ფილმისაგან განსხვავებით,  ფილმი ჩავარდა გაქირავვებაში, რაც მსახიობისათვის პირველი მარცხი აღმოჩნდა კინოკარიერაში.

2017 წელს თაიგერ შროფისმონაწილეობით გამოვიდა ფილმი Munna Michael,  სიუჟეტის მიხედვით,  მთავარი გმირი მაიკლ ჯექსონის დიდი გულშემატკივარია. რეალურ ცხოვრებაში, 2014  წელს, თაიგერმა გადაიღო ვიდეო, სადაც მან შეასრულა მაიკლ ჯექსონის ცეკვა, და ასევე იმავე ნომრებით გამოვიდა რამდენიმე კინო პრემიაზე . მისი პარტნიორი იყო ნიდჰი აგერვალი, მოდელი და გამოცდილი მოცეკვავე, რომლისთვისაც ხსენებული ფილმი კინო დებიუტი იყო. ფილმმა უარყოფითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსების მხრიდან და ჩავარდა გაქირავებაში..

2018 წელს გამოვიდა მეამბოხე 2, სადაც თაიგერს პარტნიორობას დიშა პატანი უწევდა. კრიტიკოსების უარყოფითი შეფასების მიუხედავად, რამდენიმე დღეში  ფილმი  ბლოკბასტერი გახდა.2019 წელს, თაიგერმა ითამაშა  ფილმში „სტუდენტი- წელი 2“ ,რომელიც 2012 წლის ამავე სახელწოდების ფილმის გაგრძელებაა.[9]

ფილმმა კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.თაიგერი მონაწილეობს  Fighters- ში რიტიკ როშანთან ერთად.  მსახიობს ასვე მონაქწილეობა უნდა მიეღო  რემბოს ინდურ რიმეიკმი, რომლის პირველი აფიშა 2017 წელს გამოვიდა, მაგრამ დაკავებული იყო სხვა ფილმში , რის  გამოც გადაღებები გადაიდო.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2016 წლიდან თაიგრი ხვდება მსახიობ დიშა პატანს თაიგერ შროფი ვეგეტარიანელია და  მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. [10]

სქოლიო რედაქტირება

  1. Hungama, Bollywood (7 October 2013). "Tiger Shroff's Heropanti postponed"[მკვდარი ბმული]. Retrieved 17 May 2019.
  2. Baaghi' box office collection: Tiger Shroff-Shraddha Kapoor starrer's opening week collection at Rs 59.72 crore". The Financial Express. 7 May 2016. Retrieved 17 May 2019.
  3. elhiJuly 6, Sushant Mehta Siddharth Husain New; July 6, 2018UPDATED; Ist, 2018 10:15. "Superstar salaries: Akshay Kumar to Deepika Padukone,[მკვდარი ბმული] who earns what". India Today.
  4. 2018 Celebrity 100 - Forbes India Magazine". Forbes India.
  5. "Baaghi 2 Box Office Collection: Tiger Shroff's Film 'Crosses 150 Crore Mark'"[მკვდარი ბმული]. NDTV.com. Retrieved 17 May2019.
  6. I am reckless: Jackie Shroff - Times of India". The Times of India. Retrieved 21 May 2019.
  7. Joshi, Tushar (26 February 2010). "Ayesha Shroff sets up a memorial in her dad's name". Mid-Day. Archived from the original on 5 July 2019. Retrieved 3 March 2014.
  8. "Tiger Shroff felicitated with Honorary 5th degree black belt".
  9. Baaghi 2: Tiger Shroff beats Salman's Kick as highest first day box office collection[მკვდარი ბმული]
  10. Tiger Shroff Birthday special: 5 things you may not know about the 27-year-old