გუჯარათელები
გუჯარათელები — ხალხი ინდოეთში (46 მლნ), გუჯარათის შტატის ძირითადი მოსახლენი. ცხოვრობენ აგრეთვე პაკისტანში. მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანეულ შტოს. 1975 წლისთვის გუჯარათელების რაოდენობა იყო დაახ. 32 მლნ ადამიანი. გუჯარები ინდოეთში ადრინდელი შუა საუკუნეებიდანაა ცნობილი. გუჯარათულ ენაზე არსებობს დამწერლობა და მდიდარი ლიტერატურა.
- სახელები: ფრანგულად Goudjeratiens; რუსულად Гуджаратцы.
- საერთო რაოდენობა: 47 მლნ.
- ენა: გუჯარათული.
- მორწმუნეები: ძირითადად ინდუისტები, არიან აგრეთვე სუნიტი მუსლიმები და ჯაინისტები, ასევე აღიარებენ ფარსიზმს და ქრისტიანობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 321.