შოტოკუ
პრინცი შოტოკო (იაპონ. 聖徳太子, შოტოკუ-ტაისი;) — ასუკას პერიოდის იაპონელი დროებითი-პრინცი. დაბადების სახელი — უმაიადო (იაპონ. 厩戸皇子, უმაიადო-ტაისი, უმაიადო-მიკო).
პრინცი შოტოკუ 聖徳太子 | |
---|---|
პრინცი შოტოკუს ხის სკულპტურა | |
დაბადების სახელი | უმაიადო |
დაბადების თარიღი | 574 წელი 7 თებერვალი |
გარდაცვალების თარიღი | 622 წელი 8 აპრილი |
მშობლები |
მამა: იმპერატორი იომეი დედა: პრინცესა ანაჰობე ნო ჰაშიჰიტო |
შოტოკუს პორტრეტი გამოსახულია იაპონურ ვალუტაზე 10 000, 5 000, 1 000 და 100 იენზე.
ბიოგრაფია
რედაქტირებამისი შემდეგი სახელი შოტოკუ ნიშნავს „მორალურს“[1]. ლეგენდის თანახმად პრინცს გააჩნდა უნარი მის მიმართ ათი მიმართვისთვის მოეხდინა რეაგირება. იაპონელი ბუდისტები დიდ პატივს სცემენ მას, ასევე არსებობს ბუდისტური სკოლა შოტოკუ-სიუ, მიძღვნილი პრინცისადმი და რამდენიმე ტაძრის მიერ წარდგენილი იკარუგაში.
შოტოკუ იყოს ბუდიზმის მხარდაჭერი, მან დააფუძნა ტაძრები შიტენო-ჯი ნანივას რაიონში (ოსაკას პრეფექტურა) და ჰორიუ ჯი იკაუგაში,იამატოს რაიონში (ნარას პრეფექტურა).
ქვეყანაში ბუდიზმის მიღებამ გამოიწვია ომი იაპონიის უძლიერეს კლანებს შორის. ტრადიციული რწმენების მცვლელები, მონონობეს რასა, დამსხვრეული იყო სოგა რასას მიერ, რომელსაც აქტიურად შეჰქონდა წვლილი საზღვარგარეთ სწავლებაში. უკანასკნელის დამარცხებამ ხელი შეუწყო პოლიტიკური ლიდერების გაძლიერებას. სოგამ დაიწყო მეუღლეების მიყვანა იმპერატორების მოდგმასთან და ფაქტობრივად უზრუნველყვეს თავიანთი მართველობა ქვეყანაში. მათი ძალაუფლების პიკი გადის სოგა ნო უმაკოს ცხოვრების წლებზე (551—626), რასა სოგას ლიდერის და ზეგვალენიანი პოლიტიკოსის, რომელიც ცვლიდა იაპონიის იმპერატორებს საკუთარი სურვილის მიხედვით. მისი დახმარებით პირველად დაიკავა ტახტი ქალმა — იმპერატორმა სუიკომ (593—628), პრინცის დეიდა.
შოტოკუს რეფომრმები
რედაქტირებასოგა რასის დიქტატურის პერიოდში ვხვდებით შოტოკუს რვაწლს. მან დიდი რაოდენობის რეფორმა გაატარა, რომლებიც მიმართული იყო ცენტრალიზებული აღმასრულებელ ვერტიკალის შექმნასა და ბუდიზმის გავრცელებაზე. პრინცმა ასევე 604 წელს დაწერა „პირველი იაპონური კანონები“, რომელთაც უწოდებდნენ „წესდება ჩვიდმეტ სტატიაში“.
შოტოკუმ შემოიტანა ჩინური კალენდარი, დაალაგა სატრანსპორტო გზა, დაწერა პირველი იაპონური ისტორიული ქრონიკები, რომელიც არ ინახებოდა დღვენადელ დღემდე, და ააშენა ბევრი ბუდისტური ტაძარი. ის ასევე ხშირად აგზავნიდა საელჩოს ჩინურ იმპერია სუიში. ერთ-ერთ წერილში ძველი სახელის იამოტოს ნაცვლად, პრინცი პირველად იყენებს სიტყვა იაპონიას (日出 „ჰინომოტო“, მოგვიანებით 日本 „ნიპონ“) — ამომავალი მზის ქვეყანა.
შოტოკუს ეგიდით იაპონიაში გავრცელდა ნიღბიანი წარმოდგენა გიგაკუ.
კითხვა „პირველი იაპონელი მწერლის“ შესახებ
რედაქტირებატრადიციულად პრინც შოტოკუს აწერენ ბუტისტური სუტრასთან დაკავშირებულ სამ კომენტარს, ჩვენამდე ხელნაწერის სახით შემონახული. ეს სამი კომენტარი ერთობლივ სახელს „სამი სუტრას მნიშვნელობის ინტერპეტაციას“ ატარებს („სანგიო-გისიო“ 三経義疏). ესენია
- ჰოკე-გისიო (法華義疏)
- სიომანგიო-გისიო (勝鬘経義疏)
- იუიმაგიო-გისიო (維摩経義疏)
შოტოკუს ნაწარმოებების მნიშვნელობით ისინი თარიღდება 610 წლით და დიდხანს ითვლებოდნენ „პირველ იაპონურ წიგნებად“. იმის დამტკიცების შემთხვევაში, რომ შოტოკუ იყო მათი ავტორი, ის გახდებოდა „პირველი იაპონელი მწერალი“ რომლის სახელიც ცნობილია.
თუმცა ამ კომენტარების ტექსტის დიდი ნაწილის დასაბუთებით დგინდება ჩინური ორიგინალები, დინასტია ლიანის მმართველობის ეპოქიდან, ხელნაწერების კალიგრაფია ემთხვევა ჩინურ ნიმუშებს სუის დინასტიიდან, ხოლო პრინცი შოტოკუს ხსენება დოკუმენტებში ჩნდება პრინცის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, როდესაც მისი ფიგურა რელიგიური ლეგენდების საგანძური გახდა.
ოჯახი
რედაქტირებასულ შოტოკუს 14 შვილი ჰყავდა სამი ცოლისგან:
- ჰოკიკიმი-ნო ირაცუმე (რვა შვილის დედა);
- ტოძიკო-ნო ირაცუმე (ოთხი შვილის დედა);
- ინაბე-ნო ტატიბანა-ნო კიმი (ორი შვილი დედა)[2].
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Como, Michael A. Shotoku: Ethnicity, Ritual and Violence in the Japanese Buddhist Tradition. New York: Oxford University Press, 2008. ISBN 978-0-19-518861-5
- Varley, H. Paul. (1973). Japanese Culture: A Short History. New York: Praeger Publishers.
- Varley, Paul. (1980). Jinnō Shōtōki: A Chronicle of Gods and Sovereigns. New York: Columbia University Press. ISBN 978-0-231-04940-5; OCLC 59145842