შოტლანდიის ღია ჩემპიონატი სნუკერში
(გადამისამართდა გვერდიდან შოტლანდიის ღია ჩემპიონატი (სნუკერი))
შოტლანდიის ღია ჩემპიონატი (ინგლ. Scottish Open, აგრეთვე ეწოდებოდა Player’s Championship) — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი.
1982 წლიდან გახდა რეიტინგული. იმართებოდა სხვადასხვა სახელწოდებების ქვეშ, რომლებიც 2003/04 წლების სეზონამდე დაკავშირებული იყო სპონსორებთან. ბოლოჯერ ტურნირი ჩატარდა 2008 წელს და იმ დროისთვის ის უკვე აღარ შედიოდა მეინ-ტურის კალენდარში.
ტურნირის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე წარმატებული მოთამაშე გახდა სტივ დეივისი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რვა ფინალში და ამათგან ექვსში გამარჯვება მოიპოვა. სამჯერ ტროფეის მფლობელები გახდნენ სტივენ ჰენდრი და ჯონ ჰიგინსი, ორჯერ — რონი ო’სალივანი.
გამარჯვებულები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2008 წელს ტურნირი არ შედიოდა მეინ-ტურის კალენდარში.