მსხვილი რქოსანი საქონლის შორტჰორნის ჯიში (ინგლ. shorthornმოკლერქიანი) — სახორცე და სახორცე-სარძეო მიმართულების ჯიში. გამოყვანილია XVIII საუკუნეში ინგლისში ადგილობრივი მოკლერქიანი საქონლის გაუმჯობესების გზით, ჰოლანდიურ და ჰალოვიეიური ჯიშების ჩართვითი შეჯვარებით. ჯიშში 2 ტიპია. სახორცე და სახორცე-სარძეო. ფერად სხვადასხვა ელფერის წითელია, არის აგრეთვე თეთრი, თრთვილა. კუროს მასა — 850–950 კგ (უდიდესი 1200 კგ-მდე), ფურისა — 500–600 კგ (უდიდესი 750 კგ), ნაკლავის გამოსავალი — 66–67%. სარძეო-სახორცე ტიპის ფურის მონაწველია 3500–4000 კგ რძე (უდიდესი 14 ათ. კგ-მდე), რძის ცხიმიანობა — 3,7–3,9%. შორტჰორნის ჯიში მოშენებულია ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სხვ.; ყოფილ სსრკ-ში გვხვდებოდა ორენბურგის, ვორონეჟის, ტიუმენის, ტოსტოვის ოლქებსა და ბაშკირეთის ასსრ-ში.

ფური

ლიტერატურა

რედაქტირება