შორსმხედველობა
თვალის დაავადება
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) — თვალის მდგომარეობა, რომლის დროსაც შორს მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელული სხივები ერთდებიან ბადურის უკან. ამ დროს ადამიანს უქვეითდება ახლოს არსებული ობიექტების აღქმის უნარი. შორსმხედველობას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: თვალის კაკალი ნორმაზე მოკლეა, რქოვანა არ არის საკმარისად მორკალული ან ბროლი არ არის საკმარისად სქელი.
შორსმხედველობის გამოსწორება შესაძლებელია სათვალით, კონაქტური ლინზებით ან ქირურგიული ჩარევით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 20-21.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Facts About Hyperopia დაარქივებული 2017-07-08 საიტზე Wayback Machine. . nei.nih.gov