შორაპნის მემორიალური ორთქლმავალი

ისტორიული ძეგლი საქართველოში

შორაპნის მემორიალური ორთქლმავალი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანში.

ფოთი-შორაპნის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალზე პირველმა ორთქლმავალმა 1871 წელს გაიარა. ეს იყო ვიწრო ლიანდაგიანი „ბონეფონდის“ ფირმის ორთქლმავალი. სწორედ ამ ორთქლმავლის ანალოგი დგას დაბა შორაპანში ვ. ბატონიშვილისა და ჭიათურის ქუჩათა კვეთაზე, რომელსაც დღესდღეობით მემორიალური დანიშნულება გააჩნია.

2014 წლის 28 თებერვალს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16103