შონ ტომას ო’კელი
შონ ტომას ო’კელი (ირლ. Seán Thomas O'Kelly; დ. 25 აგვისტო, 1882, დუბლინი, ირლანდია — გ. 23 ნოემბერი, 1966, იქვე) — ირლანდიელი პოლიტიკოსი. ირლანდიის პრეზიდენტი 1945-1959 წლებში.
შონ ტომას ო’კელი | |
ირლანდიის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივნისი 1945 – 24 ივნისი, 1959 | |
წინამორბედი | დაგლას ჰაიდი |
მემკვიდრე | იმონ დე ვალერა |
დაბადებული | 25 აგვისტო 1882 დუბლინი, ირლანდია |
გარდაცვლილი | 23 ნოემბერი, 1966 დუბლინი, ირლანდია |
პოლიტიკური პარტია | ფიანა ფაილი |
რელიგია | კათოლიკე |
შონ ტომას ო’კელმა საშუალო განათლება მიიღო დუბლინში და 1898 წელს მუშაობა დაიწყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასისტენტად. 1945 წელს პრეზიდენტ დაგლას ჰაიდის მეორე საპრეზიდენტო ვადაზე უარის თქმის შემდეგ აირჩიეს ირლანდიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1952 წელს ავტომატურად აირჩიეს მეორე ვადით პრეზიდენტად, ოპონენტის არარსებობის გამო. მისი მმართველობის დროს, 1949 წელს ირლანდიამ ერთა თანამეგობრობა დატოვა.
1966 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია გლასნევინის სასაფლაოზე.