შონ უილიამ მიურეი (ინგლ. Sean William Murray; დ. 1965, სანტა-ბარბარა, კალიფორნია) — ამერიკელი კინოფილმების, სატელევიზიო სერიალებისა და ვიდეო თამაშების კომპოზიტორი. დაწერილი აქვს მუსიკა ბევრი ფილმისთვის, რომელთა შორისაცაა „ბაფი–ვამპირების გამანადგურებელი“, „სურათების მძარცველები“ და „ღმერთი, ეშმაკი და ბობი. აგრეთვე ვიდეო თამაშებისთვის, როგორებიც არის „True Crime: Streets of LA“, „True Crime: New York City“, „Counter-Strike: Global Offensive“. 2008 წელს მიურეიმ დაიწყო თანამშრომლობა დეველოპერულ კომპანია Treyarch-თან და შექმნა საუნდტრეკები თამაშებისთვის: „Call of Duty: World at War – Final Fronts“, „Call of Duty: World at War“, „Call of Duty: Black Ops“.[1][2]

შონ უილიამ მიურეი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1965
დაბ. ადგილი სანტა-ბარბარა, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა კომპოზიტორი, ვიდეო თამაშების კომპოზიტორი
აქტიური 1986-დღემდე
საიტი seanmurraymusic.com

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. OST Collector. დაანონსდა CoD: Black Ops-ის გამოსვლის თარიღი. Game-OST. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2010.
  2. Biography. კომპოზიტორის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-03. ციტირების თარიღი: 29 ივნისი, 2009.