შონდონგი
შონდონგი (ვიეტ. hang Sơn Đoòng) — მღვიმე ვიეტნამში. მდებარეობს ცენტრალურ ვიეტნამში, ფონგ-ნჰა-კე-ბანგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. დედაქალაქ ჰანოიდან სამხრეთით 450 კმ-ში. გამომუშავებულია კირქვებში. ამჟამად მსოფლიოს უდიდესი მღვიმეა. მაქსიმალური სიღრმე 1560 მ, სიგრძე დაახლოებით 9 ათასი მ. მოცულობა 38,5 მლნ. მ³. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მღვიმე ცნობილია 1991 წლიდან. 2009 წლის აპრილში ბრიტანელმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმური ნაწილები. გაედინება მიწისქვეშა მდინარე, რომელიც ხანგამოშვებით ტბორავს მღვიმის ზოგიერთ ნაწილს. აქვს მეტად ფართო და მაღალი შესასვლელები.
შონდონგი | |
---|---|
hang Sơn Đoòng | |
კოორდინატები: 17°27′25″ ჩ. გ. 106°17′15″ ა. გ. / 17.45694° ჩ. გ. 106.28750° ა. გ. | |
ქვეყანა | ვიეტნამი |
სიგრძე | 9000 მ |
სიღრმე | 1560 მ |
მოცულობა | 38,5 მლნ. მ³ |
აღმოჩენის წელი | 1991 |
შესასვლელთა რაოდენობა | 2 |
ამგებელი ქანები | კირქვა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შონდონგი (ინგლისური)
- შონდონგი დაარქივებული 2013-05-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)