შოთა ცხოვრებაშვილი

ქართველი გეოგრაფი

შოთა ცხოვრებაშვილი (დ. 12 აგვისტო, 1920, ხაშური — გ. 15 ივლისი, 2021) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ემერიტუს-პროფესორი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრი (1940). საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1983).

შოთა ცხოვრებაშვილი
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1920(1920-08-12)
დაბ. ადგილი ხაშური, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 15 ივლისი, 2021(2021-07-15) (100 წლის)
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შოთა ცხოვრებაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს; ასპირანტურა 1947 წელს. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1947 წელს თემაზე: „ქართლის ბარის დასავლეთი ნაწილის გეომორფოლოგია“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1967 წელს თემაზე: „აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილის გეომორფოლოგია“. სალექციო მუშაობის გარდა, იგი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. მისი საქმიანობის ძირითად ინტერესს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის რელიეფის შესწავლა და გეომორფოლოგიური კვლევის მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა. კვლევა-ძიების გეომორფოლოგიური მეთოდების სფეროში მის მიერ არის დამუშავებული ერთ-ერთი გეომორფოლოგიური ფენომენის — მთიან მხარეებში არსებული მოსწორებული ზედაპირების, რაოდენობის დადგენის სტატისტიკური მეთოდი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო, სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის ავტორი.[1] საქართველოში გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2015). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი და რექტორთა მრჩეველთა საბჭოს წევრი.[2]

გარდაიცვალა 2021 წლის 15 ივლისს, 100 წლის ასაკში.

თხზულებები

რედაქტირება
  • ზოგადი გეომორფოლოგია, თბ., 1996;
  • მეთოდური მითითებები გეომორფოლოგიაში, თბ., 1989;
  • ზოგადი გეომორფოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1980;
  • არქტიკის ყინულოვან უდაბნოში, თბ., 1963.

რესურსები ინტერენტში

რედაქტირება