შოთა ციციშვილი
შოთა შალვას ძე ციციშვილი (დ. 1921 — გ. 2005) — ქართველი მხატვარი, კერამიკოსი, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1980).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1958) და მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო-სამეწველო სასწავლებელი (1965). 1968 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1986 წლიდან პროფესორი). ციციშვილმა ქართველ მხატვართა შორის პირველმა აღადგინა ქართული მინის მხატვრული დამუშავებისა და სავიტრაჟო ხელოვნების ახლებური ტექნოლოგია (ვიტრაჟი „სამოთხის ჩიტები“, 1975, ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ქალაქი ობნინსკი). ციციშვილი არის კერამიკოსთა მსოფლიო გამოფენის ვერცხლის მედლის (1959; ოსტენდე, ბელგია), პრაღის გამოფენის საპატიო დიპლომის (1962) ლაურეატი.
ნამუშევრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 950, ISBN 99928-20-32-2.