შოთა იოსების ძე შურღაია (დ. 4 აპრილი, 1920, ფოთი — გ. 16 აგვისტო, 2005) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა გვარდიის პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1946).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1938 წელს, ამავე წელს განაგრძო სწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1940 წელს კომკავშირული საგზურით გაგზავნეს ავიაციაში. მეორე მსოფლიო ომის (1941–1945) დროს საავიაციო პოლკის რგოლის მეთაური იყო. მის ანგარიშზეა 110 საბრძოლო გაფრენა. გამოჩენილი მამაცობისათვის შურღაიას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1955 წელს დაამთავრა სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1957 წლიდან თადარიგში იყო. ცხოვრობდა თბილისში. მუშაობდა ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება