შოთა ამბაკოს ძე ზამთარაძე (დ. 7 მაისი, 1926, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 30 აპრილი, 1993, ბათუმი) — ქართველი ფერმწერი. აჭარის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა თბილისის სახელმწოფო სამხატვრო აკადემია (1955, პედაგოგი — აპოლონ ქუთათელაძე). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1955 წლიდან. მისი შემოქმედების ძირითადი თემა იყო ქალაქი ბათუმი. ხატავდა პეიზაჟებს, პორტრეტებს, ჟანრულ კომპოზიციებს. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: „საღამო ბათუმის პორტში” (1956), „ბათუმელი თევზმჭერები” (1961), „სასიხარულო ცნობა” (1955), „დასვენება” (1964), „დიადი განთიადი” (1973), „ბათუმის ნავსადგურში” (1977), „წითელი წისქვილი” (1979) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება