შოთა ვეშაპიძე
შოთა ალექსის ძე ვეშაპიძე (დ. 20 სექტემბერი, 1954, სოფ. კაკაბეთი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორი (2000), პროფესორი (2002).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი (1977). იყო „ტექინფორმის” ეკონომიკური განათლების სექტორის გამგე (1985–87), საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის დეკანი (1987–1991), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური მოძღვრებათა ისტორიის კათედრის პროფესორი (2001–2011), თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის (2007 წლიდან ევროპული უნივერსიტეტი) პრორექტორი, შემდეგ — რექტორი (1992–2010); 2007 წლიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 2011 წლიდან — დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი. მისი კვლევის სფეროა ქართული ეკონომიკური აზრის ისტორია, გლობალიზაცია, საერთაშორისო ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკური პრობლემები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 263.