შოთა ბერეკაშვილი
შოთა ბერეკაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1974, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.[1]
შოთა ბერეკაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 ოქტომბერი, 1974 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება |
კოლუმბიის უნივერსიტეტი; კასს ბიზნეს სკოლა |
სამეცნიერო ხარისხი |
პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი; რისკების მენეჯმენტსა და კორპორატიული ფინანსების მაგისტრი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებლები |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა | ბიზნესმენი, პოლიტიკოსი |
მეუღლე/ები | მაკა კვიციანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირება1995-2000 წლებში სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკი, აშშ. მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში.
2001 - 2002 წლებში სწავლობდა კასს ბიზნეს სკოლაში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი: რისკების მენეჯმენტსა და კორპორატიულ ფინანსებში.
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება2000-2001 წლებში იყო ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია BIDC Investment Co.-ს პროექტის მენეჯერი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა მწვანე (Green field) პროექტების დაფინანსება აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.
2002-2003 წლებში მუშაობდა ლონდონში, Elgin Capital (Investment Hedge Fund)-ის რაოდენობრივი ანალიტიკოსად (ძირითადი საქმიანობა: რეკომენდაციების მიცემა კორპორატიული ობლიგაციების შესყიდვა/განთავსება/გაყიდვის საკითხებში). კომპანია ეწეოდა კორპორატიული (investment graded) ობლიგაციებით ვაჭრობას.
2003-2011 წლებში იყო კომპანია VIT-XXI-ის (მოსკოვი) თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა სამოქალაქო მშენებლობა-დეველოპმენტი. აღნიშნულ პერიოდში, კომპანია ძირითადად დაკომპლექტებული იყო 500-ზე მეტი, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით და სპეციალისტებით, რომლებიც უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო ვიზებით, საცხოვრებელი პირობებით და მაღალი ანაზღაურებით. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მრავალი სამშენებლო და დეველოპერული პროექტი განახორციელა ქალაქ მოსკოვში.
2012-2024 წლებში მუშაობდა კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენში“ (თბილისი), იყო მისი თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ბიქეი ქონსთრაქშენი არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე, სამშენებლო კომპანია საქართველოში. კომპანიას უმუშავია ისეთ პროექტებზე როგორებიც არის სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საოფისე შენობები, საცხოვრებელი კომპლექსები, სპორტული დარბაზები და სხვა.
2021-2024 წლებში საქმიანობდა კომპანია „ბიქეი ჰოლდინგში“ (თბილისი, საქართველო). პოზიცია: თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი. კომპანია აერთიანებს სამშენებლო კომპანიებს: „ბი-ქეი ქონსთრაქშენი“, დეველოპერულ კომპანია: „თეთრი კვადრატი“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2.“ კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაფუძნდა 2018 წელს განათლების სამინისტროსთან ერთად, კერძო და საჯარო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებს 200-250 პროფესიონალი სპეციალისტის მომზადება-ინტეგრაციას სამშენებლო სექტორიში.
2024 წლის 10 სექტემბერს, შოთა ბერეკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეულში წარადგინა, მე-16 ნომრად.[2] ამავე წლის ნოემბრიდან არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
ჰყავს მეუღლე, მაკა კვიციანი და 3 შვილი.[3]