შოდის მონასტერი – ნამონასტრალი რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები. სავანე უნდა დაარსებულიყო X საუკუნეში. თუმცა, XVI საუკუნისათვის მონასტერი აღარ არსებობს, რასაც ადასტურებს 1503 წელს შედგენილი ალექსანდრე მეფის სიგელი: „შოდას წმიდის გიორგის ეკლესია და სოფელი, ოცდახუთი კუამლი კაცი და ციხე“. შემორჩენილია ქუთაისის მუზეუმში დაცული ჭედური ჯვარ–ხატები. ისინი თარიღდება XI-XII საუკუნეებით.

1910 წლამდე ღების მაცხოვრის ეკლესიაში ინახებოდა პლატინის მასიური, 35 სმ სიმაღლის, უნიკალური ჯვარი, რომელიც შოდის მონასტერში უნდა ყოფილიყო დამზადებული. მოგვიანებით, ჯვარი ავაზაკებმა გაიტაცეს და მისი კვალი დაკარგულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 41–44