შოანა
შოანას წმინდა გიორგის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირას, ყარაჩაევსკიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით, მთა შოანაზე. მისი აგების დაახლოებითი თარიღია X საუკუნე. ეკლესია აგებულია მთის ფერდობზე საიდანაც კარგად ჩანს მთელი ხეობა.
არქიტექტურა
რედაქტირებატაძრის არქიტექტურული აღწერა პირველად მოგვცა გერმანელმა მეცნიერმა ჯოზეფ ბერნარდცმა 1829 წელს. ტაძარი წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან ნაგებობას, მისი სიმაღლე არის 12 მეტრი.
ისტორია
რედაქტირებაX საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ ძლიერდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო, რომელიც აქტიურ ურთიერთობას ამყარებს ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე სხვადასხვა ხალხებთან კერძოდ კი ალან-ოსებთან. ტერიტორია სადაც მდებარეობს ეკლესია და მისი მიმდებარე მხარეები ოდითგანვე დასახლებული იყო ქართველებით, კერძოდ კი სვანებით. მდინარე ყუბანის, კერძოდ ყარაჩაის მხრით - ლაბგვიარი - ახლანდელი ულუ კამის ხეობა და ყაბარდოს მხრით - თეგენი, XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე - 1834 წლამდე - სვანეთის სამთავროს საკუთრებას წარმოადგენდა, რისთვისაც სვანეთის მთავრები იღებდნენ სათანადო გადასახადს იქ დასახლებული ყაბარდო-ბალყარელებისაგან. 1834 წელს ეს ტერიტორია საქართველომ დაკარგა. ქრისტიანობასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში აქტიურად ვრცელდებოდა ქართული ენა, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია ავარულ ენაზე ქართული ასოებით შესრულებული სხვადასხვა წარწერები. არსებობს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის წერილი აფხაზთა მეფე გიორგი მეორის მიმართ,
„შენმა ღვთისმოსავობამ და უმწიკვლო ქცევამ, აღგვიძრა სიყვარული შენდამი, შენი ღვთისმოსავობის საბუთია ღვთისნიერი სწრაფვა, რომელიც გამოიჩინე ალანთა ტომის მიმართ, განანათლე ალანთა მმართველი და ყველა მასთან ერთად ვინც ღირსი გახდა წმინდა ნათლისღებისა[1].“
|
გიორგი მეორე პირადად მონაწილეობდა ალანთა მეფისა და მისი ოჯახის მონათვლაში.
შოანას შესახებ წერს გერმანელი ექიმი და მოგზაური რეინექსი, რომელმაც პირადად მოინახულა ეკლესია, საიდანაც წაიღო ორი წიგნი, ეკლესიაში უნდა ყოფილიყო წიგნთსაცავი, მაგრამ ყველა წიგნი დაკარგულია, გარდა იმ ორი წიგნისა რომელიც რეინექსმა წაიღო გერმანიაში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა, ტ. IV, თბ. 1952
- გუჯეჯიანი რ., ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლები ბალყარეთსა და ყარაჩაიში, კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, ტ. X, თბ. 2007
- Кузнецов В., христианство на северном кавказе до XV в, вл. 2002
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გეორგიკა, ტ. IV, გვ. 247