შმალკალდენის ომი
შმალკალდენის ომი | |||
---|---|---|---|
მიულბერგის ბრძოლა, კარლ V. ტიციანის სურათი, 1548 | |||
თარიღი | 1546-1547 | ||
მდებარეობა | ევროპა | ||
შედეგი | პასაუს ხელშეკრულება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
შმალკალდენის ომი ვიკისაწყობში |
შმალკალდენის ომი — ომი საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ კარლ V-სა (რომელიც გერმანიაში კათოლიციზმის აღდგენას ცდილობდა) და პროტესტანტულ შმალკალდენის კავშირს შორის. მიმდინარეობდა 1546-1548 წლებში. კარლ V-მ ომის დაწყების წინ, 1544 წელს დადო ზავი საფრანგეთთან, ხოლო 1545 წელს - ოსმალეთის იმპერიასთან. მის მხარეზე გადავიდა ჰერცოგი მორიც საქსონელიც. ამ ხელსაყრელი პირობების გამო 1546 წლის ივლისში კარლ V-მ ომი გამოუცხადა შმალკალდენის კავშირს. 1547 წლის 24 აპრილს მიულბერგთან პროტესტანტთა ჯარები დამარცხდნენ. იოჰან ფრიდრიხ საქსონელი ტყვედ ჩავარდა და უარი თქვა თავის კურფიურსტობაზე მორიც საქსონელის სასარგებლოდ. 1547 წლის 19 ივნისს დანებდა პროტესტანტთა მეორე ბელადიც - ფილიპ ჰესენელი. მაგრამ 1552 წელს შმალკალდენის ომი განახლდა და დამთავრდა პროტესტანტთა გამარჯვებითა და პასაუს (1552 წელი) და აუგსბურგის რელიგიური ზავებით (1555 წელი).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 13.