შლაინინგის პროცესი
ეს სტატია უკატეგორიოა. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„შლაინინგის პროცესი“ — ქართულ-აფხაზური არაფორმალური სამშვიდობო დიალოგის სამუშაო სახელწოდება. დიალოგი ვორკშოფების ფორმატში 2000 წელს ავსტრიის ქალაქ შტადშლაინინგში დაიწყო 2007 წლამდე სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდა. სამშვიდობო დიალოგის ორგანიზატორები ორი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო - გერმანული “კონფლიქტების კონსტრუქციული მმართვის ბერგჰოფის კვლევითი ცენტრი“ და ბრიტანული ,,შერიგების რესურსები”. არაფორმალური დიალოგის დაწყების ინიციატივა პირველად 1997 წელს ქართულ და აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერდა. პირველი ამგვარი შეხვედრა 2000 წლის თებერვალში გაიმართა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მათმა რიცხვმა ოცს მიაღწია.
შლაინინგის პროცესის წარმოქმნა
რედაქტირებადიალოგის პროცესის წარმოქმნას ხელი შეუწყო 1990-იან წლებში გაეროს მოხალისეების პროგრამის (UNV) საველე მუშაკის მარტინ შუმერის მოლაპარაკებებმა ქართულ და აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 1996 წლის ზაფხულში გაეროს მოხალისეების პროგრამისა (UNV) და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ორგანიზებით, შტადშლაინინგში, ორგანიზაცია „მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების ცენტრის“(ASPR) დაარქივებული 2018-11-24 საიტზე Wayback Machine. ოფისში გაიმართა კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებების შესახებ გაფართოებული შეხვედრა. შეხვედრაზე შუმერის აქტიურმა მუშაობამ ქართულ და აფხაზურ მხარეებთან შედეგად გამოიღო ერთკვირიანი შეხვედრები ქართულ და აფხაზურ სამოქალაქო სექტორის 22 წარმომადგენელს შორის 1997 წლის იანვარში. შეხვედრებს მოჰყვა UNV-ისა და „შერიგების რესურსების“ მიერ ორგანიზებული ტრენინგები სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და სტუდენტებისთვის აფხაზეთსა და საქართველოში. პროცესი მიზნად ისახვადა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სოციალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.
მოლაპარაკებები
რედაქტირებაშლაინინგის დიალოგის პროცესი წარმოადგენდა დილპომატიაში Track I-ისა და Track II ფორმატების შუალედურ ვარიანტს - Track 1.5-ს. აღნიშნული ფორმატი გულისხმობდა მოლაპარაკებებში, როგორც არაფორმალური, არაოფიციალური აქტორების, ასევე სახელმწიფო, სახელისუფლებო აქტორების შერეულ თანამონაწილეობას. მოლაპარაკებებზე მონაწილეებს არჩევდა დიალოგის ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით - ქართული მხარიდან პაატა ზაქარეიშვილი, ხოლო აფხაზური მხარიდან მანანა გურგულია.
შლაინინგის პროცესის მიზანი
რედაქტირება1. ორივე მხარის სამოქალაქო აქტორების შესაძლებლობების და კომპეტენციების განვითარება, რათა გრძელვადიანი აქტიური როლი ეთამაშათ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში;
2. ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი საკომუნიკაციო ფორუმები, კონსტრუქციული მიდგომების და სირთულეების გადაჭრის ერთიანი ინიციატივების ფორმულირებისთვის;
3. საერთო პერსპექტივების შექმნა, რათა დიალოგი გადათარგმნილიყო პრაქტიკულ პროექტებში, ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.
დიალოგის პროცესში მოქმედებდა ოთხი ძირითადი წესი, რომელიც მონაწილეებს უნდა დაეცვა: ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენა; მონაწილეები წარმოადგენდნენ მხოლოდ საკუთარ თავს და არა რაიმე ორგანიზაციას; სამუშაო ენა იყო ინგლისური და რუსული; დაცული იყო დიალოგის პროცესში მონაწილეების მოსაზრებების კონფიდენციალურობა, თუმცა ყველა მონაწილეს შეეძლო დიალოგის შინაარსის გასაჯაროვება. დიალოგისას მხარეებს შორის კომუნიკაცია ემყარებოდა რამდენიმე საფეხურს: კონტაქტი, ურთიერთგაგება, საკითხების განხილვა, პრობლემის სპეკულაციური გადაწყვეტა, საერთო ქმედება. შლაინინგის პროცესი გამოირჩეოდა იმით, რომ შეხვედრებს ესწრებოდა ექსკლუზიურად ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები და ექსპერტები; მასში არ იყო ჩართული მესამე მხარე - რუსეთი, სხვა ქვეყნები ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. რვა წლის განმავლობაში შლაინინგის პროცესში განხილული იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები: დსთ-ის სამშვიდობო ძალების მანდატის შეწყვეტა/გახანგრძლივება, გარე აქტორების როლი, სტატუსი და საკონსტიტუციო ჩარჩო კონფლიქტის მოსაგვარებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბურნება, სანქციების და სავაჭრო შეზღუდვების მოხსნა, მტრული განწყობების შეწყვეტა.
შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოს შლაინინგის პროცესის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. მთავრობა დიალოგში მონაწილე დელეგატებს პროცესში ჩართულობას არ უზღუდავდა, მაგრამ მის მიმართ არც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. 2004 წელს ახალი ხელისუფლების პირობებში სიტუაცია შეიცვალა. ქართველ ოფიციალური პირების დისკურსში დიალოგის ფორმატის მნიშვნელობას ხაზი ესმებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეხვედრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველი დელეგატების მიერ მონაწილეობაზე უარის თქმამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. „შერიგების რესურსების“ მიერ ორგანიზებულ პროცესის რიგით 21-ე შეხვედრის მოსაწვევზე, რომელიც 2008 წლის ივლისის ბოლოს ლონდონში უნდა რიგით 21-ე შეხვედრის მოსაწვევზე, რომელიც 2008 წლის ივლისის ბოლოს ლონდონში უნდა შემდგარიყო, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებმა მკარი უარით უპასუხეს. შლაინინგის პროცესის ფარგლებში 2000-04 წლებში მხარეებს შორის წელიწადში სამი 5-6 დღიანი მოლაპარაკებები იმართებოდა. 2004 წელს აჭარის და შემდგომ უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამ ეტაპზე სამშვიდობო დიალოგს გამოეთიშა „ბერგჰოფის კვლევითი ცენტრი“ და შეხვედრების ორგანიზება მხოლოდ „შერიგების რესურსებმა“ განაგრძო. 2005-06 წლებში შეხვედრების რაოდენობა წელიწადში კვლავ სამი გახდა. 2007 წელს შლაინინგის პროცესის ბოლო შეხვედრა გაიმართა. მთლიანობაში შლაინინგის პროცესში მონაწილეობა მიიღო 57 აფხაზმა და 56 ქართველმა დელეგატმა.
ცხრილში მოყვანილია მონაცემები 2004 წლის ჩათვლით:
მონაწილეები საქართველოდან | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
პაატა ზაქარეიშვილი | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X |
შალვა ფიჩხაძე | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | ||
არჩილ გეგეშიძე | X | X | X | ||||||||||
ლევან ბერძენიშვილი | X | ||||||||||||
მიშა ჩაჩხუნაშვილი | X | X | |||||||||||
ნაპო მესხია | X | X | X | ||||||||||
ნატო მაქაძე | X | ||||||||||||
თამაზ ხუბუა | X | X | X | X | X | X | X | ||||||
ლევან გერაძე | X | X | X | ||||||||||
ზურაბ ადეიშვილი | X | ||||||||||||
კონსტანტინე კუბლაშვილი | X | X | X | ||||||||||
კობა დავითაშვილი | X | X | X | ||||||||||
ვახტანგ ხმალაძე | X | ||||||||||||
დავით სანიკიძე | X | ||||||||||||
არმაზ ახვლედიანი | X | ||||||||||||
ფიქრია ჩიხრაძე | X | ||||||||||||
გიორგი კაჭარავა | X | X | X | ||||||||||
აკაკი ასათიანი | X | X | X | ||||||||||
ჰამლეტ ჩიპაშვილი | X | X | X | X | X | ||||||||
დავით პაიჭაძე | X | X | |||||||||||
დავით ბაქრაძე | X | X | |||||||||||
ჯემალ გამახარია | X | ||||||||||||
კოტე კემულარია | X | ||||||||||||
არჩილ ჭითანავა | X | X | |||||||||||
როზა კუხალეიშვილი | X | ||||||||||||
ლალი მოროშკინა | X | ||||||||||||
მიხეილ ჯიბუტი | X | ||||||||||||
ზურაბ ერკვანი | X | X | |||||||||||
გიორგი ვოლსკი | X | ||||||||||||
დავით დარჩიაშვილი | X | ||||||||||||
დავით ბერძენიშვილი | X | ||||||||||||
გიგა ბოკერია | X | ||||||||||||
გიორგი ხაინდრავა | X | ||||||||||||
ზურაბ ჯგუბურია | X |
წყარო: Berghof Research Center for Constructive Conflict Management
მონაწილეები აფხაზეთიდან | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ევა ავიძბა | X | ||||||||||||
გიორგი ოტირბა | X | X | |||||||||||
ზაურ შალაშაა | X | X | |||||||||||
ალექსანდრე გულია | X | X | X | ||||||||||
სვეტა კონჯარია | X | ||||||||||||
ბათალ ტარკილი | X | ||||||||||||
დაურ არშბა | X | X | X | X | X | ||||||||
ასტამურ ტანია | X | X | X | X | X | X | |||||||
ვახტანგ ხაგბა | X | X | |||||||||||
აბესალომ ლეპსაია | X | X | |||||||||||
მანანა გურგულია | X | X | X | X | X | X | |||||||
რუსლან ხარაბუა | X | ||||||||||||
ალექსანდრე სტრანიჩკინი | X | X | X | X | |||||||||
ვიაჩესლავ ცუგბა | X | X | X | X | |||||||||
თამაზ ქეცბა | X | ||||||||||||
ასლან ცვინარია | X | ||||||||||||
ლეონიდ ლაკერბაია | X | X | X | X | |||||||||
ალექსანდრე სტუდენიკინი | X | ||||||||||||
ასტამურ აპბა | X | ||||||||||||
არდა ინალ-ინალიპა | X | ||||||||||||
სტანისლავ ლაკობა | X | X | X | X | X | ||||||||
სოკრატ ჯინჯოლია | X | ||||||||||||
კონსტანტინ ტუჟბა | X | X | |||||||||||
რუსლან ხაშიგი | X | ||||||||||||
ანა კეროპიანი | X | ||||||||||||
ვიტალი ტარნავა | X | ||||||||||||
ვალერი ზანთარია | X | ||||||||||||
ბესლან ბუთბა | X | X | |||||||||||
ვიტალი შარია | X | ||||||||||||
ნადია ვენედიქტოვა | X | ||||||||||||
მარინა ბარციცი | X | ||||||||||||
მილორ ჩალმაზი | X | ||||||||||||
ვესლან კუბრავა | X | X | |||||||||||
თენგიზ ლაკერბაია | X | ||||||||||||
ალხაზ თხაგუშევი | X | X | |||||||||||
ოლეგ არშბა | X | ||||||||||||
ილია გამისონია | X | ||||||||||||
ლაურა ავიძბა | X | ||||||||||||
გარიკ სამანბა | X | ||||||||||||
მაქსიმ ღვინჯია | X | ||||||||||||
ბათალ ტაბაღუა | X | X | X | ||||||||||
რუსლან ქიშმარია | X | X | X |
წყარო: Berghof Research Center for Constructive Conflict Management
ორგანიზატორები | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ნორბერტ როპერსი (ბერგჰოფი) | X | X | X | X | X | X | X | X | |||||
ჯინათან კოენი (შერიგების რესურსები) | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X |
კლემ მაკარტნი | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | |
ანტე ბულერი (ბერგჰოფი) | X | X | X | X | X | X | X | ||||||
ოლივერ ვოლეჰი (ბერგჰოფი) | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | X | ||
რაკელ კლოგი (შერიგების რესურსები) | X | X | X | ||||||||||
რენეიტ კრისტალერი (შერიგების რესურსები) | X | X | X | X | X | X | X | X | X |
წყარო: Berghof Research Center for Constructive Conflict Management
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება1. კონფლიქტების კონსტრუქციული მმართვის ბერგჰოფის კვლევითი ცენტრი
3. მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების ცენტრი (ASPR) დაარქივებული 2018-11-24 საიტზე Wayback Machine.
4. Mediation and Dialogue in the South Caucasus, International Alert; 2012 დაარქივებული 2018-04-18 საიტზე Wayback Machine.
5. A Difficult Encounter – The Informal Georgian-Abkhazian Dialogue Process ; Berghof Foundation, 2006