Škoda 13T
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
Škoda 13 T (იგივე Škoda Elektra) — ხუთსექციური, სამურიკიანი (ექვსღერძიანი), ნახევრადდაბალიატაკიანი, ცალმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელიც კომპანია შკოდამ (Škoda) ბრნოს ტრამვაის ქსელისთვის შექმნა. მისი დიზაინი პორშეს დიზაინერთა ჯგუფმა შეიმუშავა. იატაკის ფართის 48% დაბალია (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ). იგი ვიზუალურად Škoda 14 T–ს ჰგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით Škoda 13 T–ს პირველ კარს სამგზავრო სალონში შევყავართ, მაშინ, როდესაც Škoda 14 T–ს პირველი კარი ვატმანის კაბინისაა.
პროდუქცია
რედაქტირება2010 წლის მდგომარეობით ბრნოში ამ მოდელის 20 ვაგონი მუშაობს, ხოლო 2011 წლისთვის ბრნომ დამატებით 20 Škoda 13 T უნდა მიიღოს. პირველი გამოშვების ვაგონებში სალონის მაღალიატაკიან ნაწილში სკამები სიგრძეზე, პარალელურად იყო განლაგებული და სხვადასხვა მხარეს მსხდომი მგზავრები ერთმანეთს პირისპირ უყურებდნენ, მეორე გამოშვების ვაგონებში კი ყველა სკამი წინ იქნება მიმართული, რაც მგზავრებს ამ უხერხულობას ააცილებს.
ტექნიკური მონაცემები
რედაქტირება- სახსრების რაოდენობა: 4 (5 სექცია)
- სიგრძე: 31,06 მ
- სიგანე 2,46 მ
- სიმაღლე 3,7 მ
- ცარიელი ვაგონის წონა: 38,3 ტ
- ადგილების ჯამური რაოდენობა: 193
- დასაჯდომი: 68
- დასადგომი: 125 (5 კაცი/მ2)
- მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
- კარების რაოდენობა: 4 ორფრთიანი, დაბალიატაკიან სექციებში; 2 ცალფრთიანი, ვაგონის ბოლოებში.
- დაბალი იატაკი: 48%
- იატაკის სიმაღლე: 35/78 სმ
- მოტორების სიმძლავრე 540 kW (6 x 90 kW)
ურიკები: ფიქსირებული ლიანდაგის სიგანე: 1 435 მმ
გაყიდვები
რედაქტირებაქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ბრნო | ბრნოს ტრამვაი | Škoda 13 T | 2007-დან | 19 ვაგონი | 1901–1919 |