შკედის სამების ეკლესია

შკედის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შკედში. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთიდან ხუთწახნაგა აფსიდი აქვს. მარცხნიდან პირველის გარდა ყველა წახნაგში თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. პირველ წახნაგში ორი ნიშაა: პატარა სწორკუთხა და დიდი — თაღოვანი. აფსიდის ფიცრული იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. აფსიდის წინ ორი სწორკუთხა, განიერი სვეტია, რომლებიც ერთმანეთს და აფსიდის გვერდით კედლებს უკავშირდებიან თაღებით. მათ წინ ხის კანკელია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი ორ-ორი სარკმელი და ცენტრში დიდი, თაღოვანი კარები ასიმეტრიულია. დასავლეთ კედლის ცენტრში ანალოგიური კარებია. დარბაზი გადახურულია ორფერდა თუნუქის სახურავით. კედლები შელესილი და შეთეთრებულია. სახურავის გასამაგრებლად შუა დარბაზში ხის სვეტია აღმართული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14629