შკანთის ხის ეკლესია

შკანთის ხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ შკანთის სასაფლაოზე.

შკანთის ხის ეკლესია
შკანთის ხის ეკლესია — საქართველო
შკანთის ხის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე
დეტალები
მასალა რიყის ქვა, ხე, აზბოცემენტის ფილა

შკანთის ხის ეკლესია დგას მცირე შემაღლების მქონე ხელოვნურ სუბსტრუქციაზე, რომელიც მოწყობილია ნატეხი რიყის ქვით. ეკლესია სწორკუთხედს წარმოადგენს. კარი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. ცენტრალური შესასვლელი, სწორედ დასავლეთ მხრიდანაა. ამ მხარეს კარის წინ ბეტონის ცოკოლზე პორტიკია მოწყობილი, რომლის გადახურვაც ხის სვეტებს ეტრდნობა ორი მხრიდან. სამხრეთ კედელში დიდი ზომის სწორკუთხა ფანჯრის ღიობია დატანილი. ხის კედლები ნაგებია თანაბარი ზომის კარგად დამუშავებული ფიცრებისაგან. დარბაზს, ისევე როგორც დასავლეთ პორტიკს, ორქანობა გადახურვა აქვს. გადახურულია აზბოცემენტის ფილებით. დასავლეთ ფასადი, პორტიკის გადახურვის თავზე, ხისავე მასალით ამოყვანილი, თაღოვანი დეკორითაა გაფორმებული, რომლის ცენტრშიც ხის ჯვარია განთავსებული. პორტიკის სამხრეთ დასავლეთით ხის ბოძებზე გამართულ კონსტრუქციაზე, რომელიც სამრეკლოს ფუნქციას ასრულებს, ზარია განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 41458