შიჰაბელები
შიჰაბელები — ლიბანის ამირების გვარი და დინასტია. მომდინარეობს ჰიჯაზის კურაიშთა გვარიდან. XII საუკუნიდან - ანტილიბანის ოლქის ფეოდალური გამგებლები; 1697 წლიდან 1840 წლამდე - მმართველი დინასტია მთიან ლიბანში. დინასტიის ცნობილი წარმომადგენლები არიან: ბაშირ I შიჰაბი (1697-1707 წწ.), ჰაიდარ შიჰაბი (1707-1732 წწ.), ბაშირ II შიჰაბი (1788-1840 წწ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 10.