ვალერიან შიუკაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან შიუკაშვილი, ვალერიან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიუკაშვილი.

ვალერიან შიუკაშვილი (დ. 11 ნოემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პიანისტი, ხელოვნების აკადემიის რექტორი. მისი სახელი შეტანილია „XXI საუკუნის ვარსკვლავების“ წიგნში.

ვალერიან შიუკაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 ნოემბერი,1975
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პიანისტი

ვალერიან შიუკაშვილი ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე გაიტანა. იგი არის ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, საერთაშორისო პროგრამა „ახალი სახელების“ ლაურეატი და სხვა მრავალ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში გამარჯვებული პიანისტი.[1][2] 1998 წელს მას ისრაელის საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრემია მიენიჭა, 2001 წელს კი რუსეთში ჩატარებულ მარია იუდინას სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გრან-პრის მფლობელი გახდა. იგი ასევე არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

ვალერიანმა დაკვრა 12 წლის ასაკში დაიწყო და ექვსი თვის შემდეგ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორკესტრთან ერთად მოცარტის 23-ე კონცერტი დაუკრა, რის შემდეგაც მისმა ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ვალერიან შიუკაშვილი რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და არის მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. ამჟამად, ვალერიანი არის ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამაარსებელი, გენერალური დირექტორი და ხელოვნების აკადემიის ფარგლებში ხელს უწყობს მომავალი თაობის მუსიკალურ აღზრდას.

მისი ჩანაწერები აგრეთვე გამოცემულია CD ფორმატში.[3][4][5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1] დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine. Barcelona CII CONCIERTO MUSICAL
  2. [2] დაარქივებული 2012-06-04 საიტზე Wayback Machine. Ministry of Education and Science of Georgia, Concert Held for the Children With Limited Abilities
  3. [3] დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine. . Valerian Shiukashvili's official website
  4. [4]. ABOUT Valerian Shiukashvili
  5. [5]. Tbilisi Culture Center about Valerian's concert (in Georgian)