ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შირი ფრედა ეპლბი ( ინგლ. Shiri Appleby დაიბადა 7 დეკემბერი, 1978. ლოს-ანჟელეს, კალიფორნია, აშშ) - ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია ლიზ პარკერის მთავარი როლებით, WB / UPN -ის სამეცნიერო ფანტასტიკის დრამატულ სერიალებში "Roswell" (1999–2002) და რეიჩელ გოლდბერგის როლით ფილმში Lifetime/Hulu, ასევე, დრამატულ სერიალში "Unreal" (2015–2018).[1]

შირი ეპლბი
დაბადების თარიღი 7 დეკემბერი, 1978 (1978-12-07) (46 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, U.S.
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985 - დღემდე
მეუღლე(ები) Jon Shook
შვილ(ებ)ი 2

მისი მთავარი ფილმებია: ცეკვის დრო (2000), Swimfan (2002), Havoc (2005), ჩარლი ვილსონის ომი (2007) და ეშმაკის ტკბილეული (2015).

ეპლბიმ ასევე ითამაშა სტაჟიორი დარია ვეიდის როლი NBC-ის სამედიცინო დრამატული სერიალის ER (2008–2009) ბოლო სეზონში. მოგვიანებით მან ითამაშა კეიტ კესიდის როლი The CW-ის დრამატულ სერიალში Life Unexpected (2010–2011) და ლუსი ლამბერტის როლი ვებ – კომედიურ სერიალში Dating Rules from My Future Self (2012). ეპლბის ასევე ჰქონდა განმეორებითი როლები NBC-ს დრამატულ სერიალებში Chicago Fire (2012–2013) და HBO-ის კომედიურ – დრამატულ სერიალებში Girls (2013–2014).[2]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ეპლბი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, ებრაელების სკოლის მასწავლებლის დინა ეპლბის და ჯერი ეპლბის - ტელეკომუნიკაციების აღმასრულებლის ოჯახში.[3] დედა ისრაელში დაბადებული სეფარდიელი(მაროკო-ებრაული) წარმოშობისაა, ხოლო მამა ამერიკელი და აშკენაზი ებრაული წარმოშობის.[4] ეპლბის დედა ისრაელში მსახიობი იყო. ის და მისი უმცროსი ძმა ევანი გაიზარდნენ ლოს-ანჯელესის საგრაფო კალაბასასში.

ეპლბიმ დაამთავრა კალაბასას საშუალო სკოლა 1997 წელს.[5]1998 –1999 წლებში სწავლობდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ინგლისურს. ორი წლის შემდეგ მან მთავარი როლი მიიღო "Roswell"-ში და სტაბილურად მუშაობდა, მაგრამ 2010 წელს Life Unlimited- ის გადაღებისას, ეპლბიმ დაიწყო სწავლა Phoenix- ის ონლაინ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დიპლომის მისაღებად. მას 14 თვე დასჭირდა, 2012 წელს კი დაამთავრა სკოლა.

ეპლბიმ სამსახიობო კარიერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებით, როგორიცაა Cheerios და M&M. მან მსახიობობა და სამსახიობო გაკვეთილების გავლა დაიწყო, რადგან მისი მშობლები წუხდნენ, რომ იგი ასე მორცხვი და ინტროვერტი იყო.[6] მისი პირველი რეკლამა იყო ქიშმიშის ბრენდისთვის, მაგრამ ის არ გასულა ეთერში. იგი სტუმრობდა მრავალ სატელევიზიო პროგრამას, მათ შორის thirtysomething (1987), Doogie Howser, MD (1989), ER (1994), Baywatch (1989), Xena: Warrior Princess (1995), 7th Heaven (1997) , ბევერლი ჰილსი, 90210 (1990), სანამ დაიწყებდა თავის გამორჩეულ როლს სერიალში "Roswell" (1999–2002), სადაც მან ლიზა პარკერის მთავარი როლის მიღებამდე სცადა ისაბელისა და მარიას როლები.[7]

ეპლბი მონაწილეობდა არაერთ მუსიკალურ ვიდეოში, მაგალითად ბონ ჯოვის ვიდეოში "ეს ჩემი ცხოვრებაა" უილ ესტესთან ერთად და 2004 წელს გევინ დეგრაუს ვიდეო სიმღერაში "არ მინდა ვიყო". ის ასევე გამოჩნდა სენს ფილდის მუსიკალურ ვიდეოში "Save Yourself", რომელიც როზველის საუნდტრეკის ნაწილია და პირველი სეზონის DVD-ის ნაკრებშია წარმოდგენილი.

2006 წელს მან განმეორებადი როლი შეასრულა მოკლევადიან ABC დრამაში Six Degrees, როგორც ანია, ახალგაზრდა ასისტენტი, რომელიც ბევრად უფროს ფოტოგრაფთან ურთიერთობაშია. იმავე წელს, მან ითამაშა ჰილდი იანგი აშშ – ის ქსელის ახალ სერიალში „სიყვარული და სიკვდილი“. მან ასევე მიიღო მონაწილეობა მოკლემეტრაჟიან ფილმში „Carjacking“, რეჟისორი დენ პასმანი და როლებში ჯოფ სტულტსი.

2007 წელს ის გამოჩნდა ფილმში "რა არის სიყვარული" კუბა გუდინგ უმცროსთან, მეთიუ ლილარდთან და ენ ჰეჩთან ერთად. მან ასევე მიიღო მონაწილეობა მორიგ მოკლემეტრაჟიან ფილმში Love Like Wind. წლის ბოლოს ის ჩარლი ვილსონის პრესმდივნის როლში გამოჩნდა ფილმში ჩარლი ვილსონის ომი, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰენქსი და ჯულია რობერტსი. 2008 წელს.

2013 წელს მას ჰქონდა ლენა დუნჰამის როლი HBO-ის სერიალში, Girls. მისი თქმით, ამ როლმა მას საშუალება მისცა დაეტოვებინა კარიერა, რომელიც ხშირად ტკბილი იყო.

2013 წელს ის იყო მთავარ როლში დრამატულ / ბნელ კომედიურ სერიალში Unreal. შოუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას ოთხი სეზონი იღებდნენ. 2016 წელს ეპლბიმ გადაიღო მისი პირველი ეპიზოდი Unreal, სახელწოდებით "დაღუპული". 2018 წლის ივლისში სერიალი დასრულდა ოთხი სეზონის შემდეგ.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება

Shiri Appleby 63 Success Facts - Everything You Need to Know about Shiri Appleby - by Gerald Salazar - googreads.com

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Paley Center for Media (July 30, 2015). "PaleyLive: An Evening with the Cast & Creators of UnREAL" Yahoo!. Archived from the original on October 19, 2015. Retrieved August 1, 2015.
  2. Harris, Aisha (March 11, 2013). "A Seminal TV Moment f/k/a HBO's Girls "money shot": Was it the first in TV history?" Slate Magazine.
  3. "Shiri Freda Appleby – California Birth Index" FamilySearch. Los Angeles, CA. December 7, 1978. Retrieved July 29, 2015.
  4. "Actress Shiri Appleby chats about Jewish influences and life on the small screen – Hollywood" Jewish Journal.
  5. Pfefferman, Naomi. "Valley to Hollywood: An Actress' Journey" Arts in LA. Archived from the original on September 29, 2007. Retrieved July 29, 2015.
  6. Rivers, Joan (January 15, 2014). "In Bed With Joan – Episode 41: Shiri Appleby" In Bed With Joan. Retrieved July 29, 2015.
  7. "Spotlight; Hey, Everyone's Cool, Teen-Age Aliens Too" Retrieved July 29, 2015.
  8. Evans, Benedict Shiri Appleby: The Comeback Kid Vulture. June 22, 2016
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შირი_ეპლბი“-დან