M&M’s
M&M's (ემ-ენდ-ემსი) — პატარა ზომის და ღილის ფორმის სხვადასხვა ფერის შოკოლადი. ყოველ შოკოლადზე გამოკვეთილია ინგლისური ასო „m“. ორიგინალური შიგთავსი შედგება ნახევრად ტკბილი შოკოლადისგან, დღეს ის „ჩვეულებრივ“ M&M's-ად ითვლება. შემდეგ გაჩნდა პოპულარობით მეორე — არაქისის შიგთავსი და შემდგომში სხვა ვარიაციები — კარამელი, მიწისთხილი, შავი შოკოლადი და სხვა. მათი პოვნა უფრო ძნელია და დამოკიდებულია ქვეყანაზე. პირველად გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1941 წელს [2] და შემდგომში მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. „M&M's-ს“ აწარმოებს ამერიკული შოკოლადის მაწარმოებელი კომპანია „Mars. Inc“.
M&M's | |
---|---|
მფლობელი | Mars Inc. |
ქვეყანა | აშშ |
დაკავშირებული სავაჭრო ნიშნები | Minstrels, Revels, Treets |
ბაზრები | მსოფლიო (100 ქვეყანამდე)[1] |
საიტი | mms.com |
ისტორია
რედაქტირებაშოკოლადის იდეა გაუჩნდა ფორესტ მარს უფროსს, „Mars. Inc-ის“ დამფუძვნებლის, ფრენკ მარსის შვილს, როდესაც მან ესპანელი ჯარისკაცების ბრიტანული წარმოების კანფეტები ნახა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს მათ თან დაჰქონდათ გარედან გამყარებული შაქრის სიროფით დაფარული შოკოლადი, რომელიც არ დნებოდა ესპანეთის თბილ კლიმატშიც კი. 1941 წლისთვის მან საკუთარი მეთოდი დააპატენტა[3] და შოკოლადის ქარხნული წარმოება დაიწყო. ორი „მ“ აღნიშნავს თვითონ ფორესტ მარსს და ბრიუს მიურრის, რომელსაც წარმოებაში 20% წილი ჰქონდა[4]. შოკოლადის პირველი სერიოზული მომხმარებელი აშშ-ს ჯარი იყო. ესპანელი ჯარისკაცების მსგავსად მათ შეეძლოთ კანფეტი ჯიბეში ეტარათ ნებისმიერ კლიმატში მის დაუდნობელად. მეორე მსოფლიო ომის დროს ის მხოლოდ ჯარისთვის მზადდებოდა. დიდმა მოთხოვნამ გამოიწვია წარმოების უფრო დიდ ქარხნებში გადასვლა. ცნობილი სლოგანი „დნება პირში, და არა ხელში“ 1949 წელს გაჩნდა. თანდათან გაჩნდა შოკოლადის სხვადასხვა ფერი - წითელი, ყვითელი, მწვანე.
წითელი კანფეტის გამოშვება დროებით შეწყდა 1970-იან წლებში[5], რადგან გაჩნდა ლაპარაკი ერთ-ერთი წითელი საღებავის შესაძლო რისკზე ჯანმრთელობისთვის, „M&M's-ის“ საღებავი არ იყო საზიანო, მაგრამ მომხმარებლების დასამშვიდებლად დროებითი ცვლილება მაინც მოხდა. მაგრამ შემდგომში. პროდუქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა და მისი წარმოების სიჩქარე გაიზარდა.
პერსონაჟები
რედაქტირებაშოკოლადის რეკლამაში გამოიყენება „M&M's-ის“ მასკოტები. მათგან ყველაზე ცნობილია წითელი - სარკასტული და ყვითელი - მხიარული და ოპტიმისტური, რომელიც არაქისის „M&M's-ს“ განასახიერებს. არსებობს ასევე ლურჯი - მშვიდი, იასამნისფერი - ჭკვიანი და მწვანე - ფლირტის მოყვარული. მწვანე მასკოტი ალუზიაა ლეგენდაზე, რომ მწვანე ფერის „M&M's-ის“ კანფეტი აფროდიზიაკს შეიცავს[6].
თავდაპირველად შოკოლადის მასკოტი ორი - შავი და თეთრი - ანტრომორფული არსება იყო, რომლებიც რეკლამაში შოკოლადის აუზში ხტებოდნენ. რეკლამაში გამოიყენებოდა ასევე შოკოლადის ბატონის პერსონაჟი, რომელსაც წითელი მასკოტი ამარცხებდა, რადგან ბატონი დნებოდა, ის კი - არა. მდედრობითი სქესის მასკოტები ხშირად არ გამოიყენება. ასეთები იყვნენ ნარინჯისფერი და მწვანე მასკოტები, რომლებმაც, სხვა მასკოტების მსგავსად წითლის და ყვითლის გარდა, ვერ მოიპოვეს ისეთივე პოპულარობა.
ვარიაციები
რედაქტირება„M&M's-ის“ ყველაზე გავრცელებული შიგთავსებია რძიანი შოკოლადი და არაქისია. არსებობს ასევე ლიმიტირრბული შიგთავსები წელიწადის დროებისთვის (მარწყვის ნამცხვარი ვალენტინობისთვის, გოგრა ჰელოუინისთვის და ა.შ.) არსებობს ვარიაციები თეთრი და შავი შოკოლადით, სხვადასხვა თხილით, გოგრით, მარწყვით, დარიჩინით, პიტნით, კარამელით, პიტნიანი შოკოლადით, ყავით, ფორთოხლით, ალუბლით, ვაშლით, რძით, ბრაუნის გემოთი, ფორთოხლით, ქოქოსით და ა.შ. მათგან უმეტესობა პოსტსაბჭო ქვეყნებში არ არის გავრცელებული.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ USATODAY.com - M&M's candy fades to black and white.
- ↑ https://books.google.ge/books?id=JbOsI9RG8fYC&pg=PA84&dq=peanut+m&redir_esc=y&hl=ru#v=onepage&q=peanut+m&f=false
- ↑ https://web.archive.org/web/20050310105331/
- ↑ https://hersheyarchives.org/encyclopedia/murrie-william-f-r-1873-1950/
- ↑ https://web.archive.org/web/20080409043530/http://us.mms.com/us/about/history/story/
- ↑ https://www.snopes.com/fact-check/green-mms-aphrodisiacs/