შირვანის ველი
შირვანის ველი — მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი აზერბაიჯანში. მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირის გასწვრივ. სიმაღლე 16-იდან 100 მ-მდე (ტერიტორია დაახლოებით ნახევარზე მეტი ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს). ნიადაგი რუხია. ხარობს აბზინდა და მლაშობურები, არის ლიმანური მდელოები. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გაყვანილია ზემო შირვანის სარწყავი არხი. მეცხოველეობა, სარწყავი მიწათმოქმედება (მებამბეობა, მევენახეობა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 8.