შიო გუგეშაშვილი
შიო ილიას ძე გუგეშაშვილი (დ. 22 მაისი, 1908, გროზნო, ახლანდ. ჩეჩნეთის რესპუბლიკა, — გ. 7 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1934 წელს. 1934-1941 და 1946-1958 მუშაობდა იქვე, შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე; 1958–1986 იყო ამავე კათედრის გამგე, 1986-იდან — კონსულტანტი. II მსოფლიო ომის მონაწილე. სწავლობდა ორგანიზმში წყლისა და მკვრივ ნივთიერებათა ცვლას ნორმასა და პათოლოგიაში, კერძოდ, „ბოტკინის დაავადებისა“ (A ჰეპატიტი) და ბაქტერიული დიზენტერიის დროს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 2.. - თბილისი, განათლება, 1995. - 552გვ.
- შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 1.. - თბილისი, განათლება, 1991. - 559გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 172.