შიო არაგვისპირელის სახლი

შიო არაგვისპირელის სახლი — ისტორიული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თანდილაანთკარის ცენტრალურ ნაწილში. აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. აქ დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა ცნობილმა ქართველმა მწერალმა შიო არაგვისპირელმა. სახლი ერთსართულიანია, ერთოთახიანი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. აღმოსავლეთით ხის აივანი აქვს, მასზე სამხრეთიდან ორსაფეხურიანი კიბეა მიდგმული. აივანზე გამოდის ოთახის კარი და ფანჯარა. სახლს ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება