შალვა შიოშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან შიოშვილი, შალვა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიოშვილი.

შალვა ალექსანდრეს ძე შიოშვილი (დ. 20 სექტემბერი, 1918, თბილისი — გ. 27 ნოემბერი, 2003) — ქართველი საბჭოთა კინოოპერატორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). სკკპ-ის წევრი 1965-დან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1939 წელს დაამთავრა „სახკინმრეწვთან“ არსებული ორწლიანი საოპერატორო კურსები. 1935 წლიდან მუშაობს საქართველოს სამეცნიერო-პოპულარულ და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში. გადაღებული აქვს ფილმები: „აილამა“ (1947), „თუჯი“ (1964), „გარეჯის მღვიმეები“ (1965), „დაბრუნება ბგერათა სამყაროში“ (1965; პრემია და დიპლომი კიევის II საერთაშორისო ფესტივალზე, 1966), „გამოძახილი“ (1966; დიპლომი თბილისში ამიერკავკასიის რესპუბლიკების და უკრაინის I კინოფესტივალზე, 1967), „ნიკორწმინდა“ (1977) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება