შილდის წმინდა გიორგის ეკლესია და კოშკი

შილდის წმინდა გიორგის ეკლესია და კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ შილდაში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. დგას სოფლის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. დასავლეთიდან ეკვრის გეგმით კვადრატული, სამსართულიანი კოშკი, რომელიც ეკლესიას წყობის გადაბმით უკავშირდება ძველი ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით კირის ხსნარზე. გამოყენებულია აგურიც.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთ და სამხრეთით დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით იგი კოშკის პირველ სართულს უკავშირდება. ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით მოწყობილია ერთი თაღოვანი ნიშა, ჩრდილოეთით კი - ორი. ერთი მათგანი გეგმით ნახევარწრიულია. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. ჩრდილოეთ სარკმლის ქვეშ მოწყობილია ოთხკუთხა ნიშა. აფსიდის შუაში დგას კუბური ფორმის ტრაპეზი. შიგნით ეკლესია გადახურულია შეისრული ფორმის, ქარგილზე სხმული კამარით. კოშკის პირველი სართულის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა. სამივე სართულის სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების შუაში კი ორმაგი სათოფურებია. თითო ცალმაგი სათოფურია აღმოსავლეთ კედლის ბოლოებში.

ლიტერატურა

რედაქტირება