შიბენიკის წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარი
წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარი (ხორვატ. Katedrala sv. Jakova) — ტაძარი ხორვატიის ქალაქ შიბენიკში. წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, სამი აფსიდითა და 32 მ სიმაღლის გუმბათით. მიეკუთვნება ხორვატიის კათოლიკურ ეკლესიას, შიბენიკის ეპარქიას. ტაძარი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი რენესანსული არქიტექტურული მონუმენტია. 2000 წლიდან, ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
შიბენიკის წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ხორვატია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 43°44′11″ ჩ. გ. 15°53′25″ ა. გ. / 43.73639° ჩ. გ. 15.89028° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 963 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 963 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტაძრის მშენებლობა 1402 წელს იქნა ინიცირებული, თუმცა მისი მშენებლობის გეგმა ჯერ კიდევ 1298 წელს იყო დაწყებული. ძველი რომანული სტილის ტაძრის გადაკეთების აქტიური სამუშაოები 1431 წელს დაიწყო. აიგო მთლიანად ქვით - კირქვა ახლო მდებარე კარიერიდან მოჰქონდათ, მარმარილო კი კუნძულ ბრაშიდან. სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობდა 1433 - 1441 წლებში და მას უძრვებოდნენ ადგილობრივი და იტალიელი ოსტატები.