შვეიცარიის საელჩო თბილისში (რუსეთის ინტერესების სექცია)

შვეიცარიის საელჩო თბილისში (რუსეთის ინტერესების სექცია)

კოორდინატები: 41°42′38″ ჩ. გ. 44°44′33″ ა. გ. / 41.710750° ჩ. გ. 44.742694° ა. გ. / 41.710750; 44.742694

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციარუსეთის დიპლომატიური მისია საქართველოში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისში. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.[1] რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო მოსკოვში 2008 წლის 30 სექტემბერს ჩავიდა. 2009 წლის 5 მარტს შვეიცარიის საელჩოსთან საქართველოში და შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთში ოფიციალურად გაიხსნა რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია და საქართველოს ინტერესების სექცია შესაბამისად.

თბილისში რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, ამჟამად შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია.

რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია

რედაქტირება
  • შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას საქართველოში. [2]
  • სექციის უფროსი: ანდრეი ვასილის ძე სმაგა (რუს. Андрей Васильевич Смага)
  • მისამართი: თბილისი, 0162, ჭავჭავძის გამზირი, 51
  • ტელეფონი: +995(32) 291-24-06, 291-26-45
  • ფაქსი: +995(32) 291-27-38

საკონსულო განყოფილება

რედაქტირება
  • განყოფილების გამგე: ევგენი ალექსეის ძე შულცევი (რუს. Евгений Алексеевич Шульцев)
  • მისამართი: თბილისი, 0162, ჭავჭავაძის გამზირი, 51
  • ტელეფონი: +995(32) 291-27-82 (მორ.), 291-23-10
  • ფაქსი: +995(32) 291-30-85

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2012-11-09.
  2. Секция интересов в Тбилиси (при Посольстве Швейцарии)(რუსული)