შვედური ელკჰაუნდი
შვედური ელკჰაუნდი (შვედ. Jämthund) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შვედეთში უძველეს ხანაში.
წარმოშობის ქვეყანა | შვედეთი | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ოდესღაც, სკანდინავიის ყველა დაბლობში, ელკჰაუნდის თავისი სახეობა ჰყავდათ. იემტჰუნდმა, რომლის დასახელება შვედური ნაწილის იენტლანდიდან მოდის, ბოლოს და ბოლოს ოფიციალური აღიარება მიიღო და ახლა შვედეთის ეროვნულ ძაღლად ითვლება. შვედური ელკჰაუნდი ელკჰაუნდის ყველაზე სრულტანიანია. ადრე მას, შესაძლოა, იყენებდნენ დათვზე სანადიროდ, მაგრამ როდესაც ამის საჭიროება აღარ იყო, მისგან მგლებზე და ცხენირემზე შესანიშნავი მონადირე დადგა. თოვლზე ნადირის დევნისას ის თავის მსხვერპლს კუთხეში იმწყვდევს და ელოდება, როდის მოვა მონადირე. შვედური ელკჰაუნდი ისეთივე შრომისმოყვარეა, როგორც სხვა ნორვეგიული ელკჰაუნდები. ეს მძიმე, მაგარძვლიანი, ამტანი ძაღლი გამოიყენება როგორც მწყემსი, მოდარაჯე, ასევე, მას იყენებენ მარხილში შესაბმელად და შვედეთის ჯარში. შვედური ელკჰაუნდი განსაკუთრებით პოპულარულია სამშობლოში როგორც მუშა-ძაღლი, ასევე, როგორც კომპანიონი. მას ნახავთ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში და ჩრდილოეთ ამერიკაშიც.
სრულებით შესაძლებელია, რომ სულ მალე ამ სახეობის პოპულარობა მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. შვედური ელკჰაუნდი კარგად უძლებს ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს, ადვილად იწვრთნება, მისი ბეწვი გრძელი და უხეშია და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ასევე, აუცილებელია დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.