შვედეთ-იაპონიის ურთიერთობები
შვედეთ-იაპონიის ურთიერთობები — ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთსა და იაპონიას შორის.
შვედეთი |
იაპონია |
ისტორია
რედაქტირებაამ ორ ქვეყანას შორის პირველი კონტაქტი მოხდა XXVIII საუკუნეში, როდესაც კარლ პიტერ ტუნბერგი, კარლ ლინეს სტუდენტი, იაპონიაში ჩავიდა მცენარეთა შეგროვებისა და შესწავლის მიზნით. ამრიგად, ის გახდა პირველი შვედი, ვინც ეწვია ამ ქვეყანას[1].
ოფიციალურად, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1868 წელს, შვედეთ-იაპონიის ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც იმპერატორ მეიძის მთავრობის მიერ სხვა სახელმწიფოსთან დადებული პირველი ხელშეკრულება გახდა[2].
XX საუკუნის პირველ ათწლეულში ქვეყნებმა ტოკიოსა და სტოკჰოლმში დიპლომატიური მისიების გახსნა დაიწყეს, რომლებიც 1957 წელს საელჩოებად იქცნენ[1]. პირველ მსოფლიო ომში შვედეთი იყო შუამავალი, რომლის მეშვეობითაც გერმანია და იაპონია მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სეპარატული ზავის შესახებ. მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა[3].
იაპონია შვედეთის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია აზიაში[4]. შვედეთის პოლიტიკის ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური უზრუნველყოფა, მოსახლეობის დაბერება, მშვიდობის შენარჩუნება და ოფიციალური დახმარება განვითარების მიზნით, იაპონიისათვის სამაგალითო გახდა[5]. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ასევე განმტკიცებულია სახელმწიფო ვიზიტებით (მათ შორის მონარქებისა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით), კულტურული და აკადემიური გაცვლებით ორივე მხრიდან[1].
დიპლომატიური მისიები
რედაქტირება- შვედეთს აქვს საელჩო ტოკიოში[6].
- იაპონია ინარჩუნებს საელჩოს სტოკჰოლმში[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Japan-Sweden Relations (Overview). იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (2014-11-17). ციტირების თარიღი: 2015-01-29.
- ↑ Ottosson, Ingemar. Trade under protest: Sweden, Japan and the East Asian crisis in the 1930s. ლუნდის უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2015-01-29.
- ↑ Frank W. Ikle, Japanese-German Peace Negotiations during World War I // The American Historical Review, 1965, ტ. 71, № 1, გვ. 62–76, ISSN 0002-8762, doi:10.2307/1863036.
- ↑ Japan. შვედეთის მთავრობა (2015-01-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-31. ციტირების თარიღი: 2015-01-30.
- ↑ 吉武信彦, 日本・北欧政治関係の史的展開(იაპონური) // 地域政策研究, 2000, ტ. 第3卷, გვ. 31—33, 38—40.
- ↑ Embassy of Sweden Tokyo, Japan. ციტირების თარიღი: 2020-04-06.