შეცნობილი ზღვა
შეცნობილი ზღვა (ლათ. Mare Cognitum) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის ხილული მხარეს, ქარიშხლების ოკეანის ჰიპოთეტურ აუზში.
შეცნობილი ზღვა | |
Mare Cognitum | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 350.01 კმ. |
სახელწოდება | |
დამტკიცებულია | IAU (1964) |
მდებარეობა | |
10.53° ს. გ. 22.31° დ. გ. / 10.53° ს. გ. 22.31° დ. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
შეცნობილი ზღვა ვიკისაწყობში |
ქარიშხლების ოკეანის მრავალი სხვა ნაწილის მსგავსად, ეს ზღვაც დაფარულია გვიან იმბრიულ ეპოქაში ამოფრქვეული ლავით.
ჩრდილო-დასავლეთიდან ზღვა შემოიფარგლება რიფეის მთებით, რომლებიც დიდი კრატერების ნაშთებია.
შეცნობილ ზღვას ასე ეწოდა, რადგან სწორედ აქ დაეშვა არაერთი ხელოვნური თანამგზავრი: რეინჯერ 7, სერვეიორ 3, აპოლო 12, აპოლო 14. იმის გამო, რომ ზღვის რელიეფი კარგად იყო შესწავლილი კოსმოსური აპარატების დასაჯდომად, ზღვასაც „შეცნობილი“ ეწოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Cognitum.